საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92445

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში სიმონ ესაძემ სამხედრო სამსახური 37-ე ეკატერინბურგის ქვეით პოლკში დაიწყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1901 წლებში სიმონ ესაძე 264-ე ლორეს ქვეით პოლკში მსახურობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-1909 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1911 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 6 დეკემბერს სიმონ ესაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს სიმონ ესაძე ქალაქ სტავროპოლსა და თემირხანშურაში საგუბერნიო საარქივო მასალების დასალაგებლად და მოსაწესრიგებლად მიავლინეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1918 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების უფროსად მსახურობდა. ამავდროულად მუშაობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის აღწერის კომისიის თავმჯდომარედ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს სიმონ ესაძეს სრულმეტრაჟიანი ფილმის „კავკასიის დაპყრობა“ სცენარის დაწერა და კონსულტირება დაევალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სიმონ ესაძემ კინემატოგრაფიული საზოგადოება „მინერვადან“ მიიღო შემოთავაზება, რომ გადაეღო ომის ამსახველი ქრონიკის ეპიზოდები დასავლეთის ფრონტზე, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სიმონ ესაძეს დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურადზე. მან ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ ამ ფილმის კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ვერ მოხდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ვასილ ამაშუკელის ფილმში „ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით“.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921 წწ.) სიმონ ესაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სიმონ ესაძე საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან სიმონ ესაძე მსახურობდა საბჭოთა წითელ არმიაში, გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში სიმონ ესაძე საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციის უფროსად მუშაობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1927 წლებში სიმონ ესაძე სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამოიცა სიმონ ესაძის წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი”; გარდა ამისა, მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ”, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება”, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩეჩნეთსა და დაღესტანში”, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული”.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძეს ჰქონდა დაწერილი ნაშრომები რუსეთის იმპერიის არმიის ცალკეული ნაწილების, კავკასიის ომის ისტორიის შესახებ და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძის რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის” 14 ტომი, რომელშიც გაშუქებული იყო 1826-1828 წწ. სპარსეთთან, 1828-1829 წწ. თურქეთთან და 1823-1845 წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია.