საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92651

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ გორის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, თუმცა, საბოლოოდ სამხედრო კარიერა აირჩია.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ კავკასიის მე-3 დრუჟინაში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ზაქარია ყიფშიძეს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ზაქარია ყიფშიძეს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ზაქარია ყიფშიძეს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ზაქარია ყიფშიძემ პირველი თანრიგით დაასრულა საინტენდანტო სასწავლებელი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის შემდეგ ზაქარია ყიფშიძე დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 6 დეკემბერს ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის საინტენდანტო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ყიფშიძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის დეკემბრიდან ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის ბაზაზე გაშლილი დივიზიის საინტენდანტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ზაქარია ყიფშიძე კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს უფროსი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, ზაქარია ყიფშიძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ზაქარია ყიფშიძეს უცვლელად ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია ყიფშიძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ზაქარია ყიფშიძემ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა და ემიგრაციაში არ წასულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან ზაქარია ყიფშიძე ჩამოშორდა აქტიურ სამხედრო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ ზაქარია ყიფშიძის შემდგომი ცხოვრებისა და აქტივობის შესახებ ცნობები მიუწვდომელია.