რეგისტრირებული ფაქტები93513
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
არკადი მიქაშავიძე 1894 წლიდან მსახურობდა ვარშავის სამხედრო ოლქში პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904-1915 წლებში არკადი მიქაშავიძე მსახურობდა სასაზღვრო უწყებაში, ამურისიქითა სამხედრო ოლქში.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ამურისიქითა 1-ლ სასაზღვრო ცხენოსან პოლკთან ერთად I მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე გაიგზავნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
შტაბ-როტმისტრმა არკადი მიქაშავიძემ თავი გამოიჩინა 1915 წლის 3-4 ივლისს სოფელ კოლოდრობკის ბრძოლაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს საბრძოლო დამსახურებისთვის არკადი მიქაშავიძეს გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში არკადი მიქაშავიძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში.
1921
ტიპი: ღონისძიება
საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის მარტში, არკადი მიქაშავიძე ქართული ჯარის ქუთაისიდან ევაკუაციისას მეთაურობდა ლეჩხუმის მიმართულებაზე მოქმედ დაჯგუფებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15-16 მარტის შეტაკების შემდეგ გენერალი არკადი მიქაშავიძე და მისი შტაბი ტყვედ ჩაუვარდა მამისონის უღელტეხილიდან შემოჭრილ მოწინააღმდეგის მეწინავე რაზმს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის ომის შემდეგ არკადი მიქაშავიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდა.

