საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93400

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 ივნისს გიორგი სუმბათაშვილი წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში გიორგი სუმბათაშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის (მახვილებით და ბაფთით), წმინდა სტანისლავის II ხარისხის (ბაფთით), წმინდა ანას IV (მახვილებით და ბაფთით) და საპატიო ლეგიონის ორდენით (საფრანგეთი) დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან გიორგი სუმბათაშვილი მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი სუმბათაშვილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, სომხეთ-საქართველოს ომში, გიორგი სუმბათაშვილი იყო შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის მოადგილე.

1918

ტიპი: ღონისძიება

გიორგი სუმბათაშვილმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მდინარე ხრამის მისადგომებთან 1918 წლის 18 დეკემბერს გამართულ ბრძოლაში, სადაც კულმინაციურ მომენტში მისმა მცირერიცხოვანმა შენაერთმა უკან დაახევინა შემტევ სომხურ ავანგარდს და შემდგომი წინსვლა აღკვეთა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის გაზაფხულზე ინიშნება ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორის მოადგილედ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აპრილში, თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის”, იგივე „ყარსის რესპუბლიკის“ საჯარისო ნაწილებთან და პანისლამისტებთან სამხედრო დაპირისპირების დროს, არდაგანის (არტაანი) აღების ოპერაციაში, მეთაურობდა ქართული მხარის ერთ-ერთ შემტევ კოლონას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის განმავლობაში იყო აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დასაწყისში გიორგი სუმბათაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, ლორეს ქვედა ზონაში გაშლილი ერთ-ერთი შენაერთის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

გიორგი სუმბათაშვილის სარდლობით ლორეს ხეობაში განლაგებული შენაერთი ბოლშევიკთა მე-11 წითელი არმიის ავანგარდთან 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დამარცხდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, გიორგი სუმბათაშვილი მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, ასევე 18-20 მარტის ბათუმის ბრძოლაში, სადაც ქართულმა შენაერთმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ბათუმიდან განდევნა თურქ ქემალისტთა ჯარები.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის შემდეგ გიორგი სუმბათაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მიუწვდომელია.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ევგენი იმნაძემ საწყისი სამხედრო განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს ევგენი იმნაძემ დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ევგენი იმნაძემ ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია დაასრულა I თანრიგით.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1903 წლებში ევგენი იმნაძე მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ევგენი იმნაძე მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე მე–20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–3 გრენადერთა პერნოვის პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–15 სამწყობრო პოლკის ბატალიონში მსახურობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 6 დეკემბერს ევგენი იმნაძეს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მარტიდან ევგენი იმნაძე მსახურობდა 50-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.