საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93400

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 29 ივლისს ევგენი იმნაძე დაინიშნა კავკასიის მე-12 მსროლელი პოლკის მეთაურად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 24 ნოემბერს ევგენი იმნაძე გადაიყვანეს ციმბირის მე-14 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 5 დეკემბერს ევგენი იმნაძეს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ევგენი იმნაძე ქართულ ჯარში საველე არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 მაისიდან ევგენი იმნაძე მთავარსარდლის შტაბის ჩინოსნების რეზერვში ირიცხებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბრიდან ევგენი იმნაძემ დატოვა საქართველოს და შეუერთდა გენერალ დენიკინის თეთრ მოძრაობას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის 8 ნოემბრამდე იყო ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

წითელ არმიასთან თეთრი მოძრაობის წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების ფონზე, 1920 წლის დასაწყისში ევგენი იმნაძემ დატოვა რუსეთი და წავიდა ემიგრაციაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის შემოდგომამდე ევგენი იმნაძე იმყოფებოდა ბულგარეთში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920-იან წლებში, თეთრი მოძრაობის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ, ევგენი იმნაძემ დატოვა ევროპა და დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლამდე ევგენი იმნაძე ცხოვრობდა მიჩიგანში, ქალაქ დეტროიტში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920-იან წლებში ევგენი იმნაძე იყო ვეტერანთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ევგენი იმნაძე საცხოვრებლად გადავიდა ნიუ–იორკში.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938 წლიდან ევგენი იმნაძე იყო ჟურნალ „ჯარი და ფლოტის“ წარმომადგენელი.

1944

ტიპი: თანამდებობა

1944 წლიდან ევგენი იმნაძე მუშაობდა „რუსეთის საყოველთაო სამხედრო კავშირის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსად.

1945

ტიპი: გარდაცვალება

ევგენი იმნაძე გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1945 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია მაუნთ-ოლივეტის სასაფლაოზე (მასპეტი, ლონგ-აილენდი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს ევგენი იმნაძე გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ევგენი იმნაძე წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ევგენი იმნაძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ევგენი იმნაძე წმინდა სტანისლავის I ხარისხის (მახვილებით) ორდენით დააჯილდოვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ევგენი იმნაძე წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ევგენი იმნაძე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ევგენი იმნაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.