რეგისტრირებული ფაქტები93513
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ III ხარისხის ორდენი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლიდან კოტე აფხაზი კავკასიის დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1915 წლებში კოტე აფხაზი კავკასიის საველე საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა დასავლეთის ფრონტზე.
1915
ტიპი: თანამდებობა
I მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1915 წლის 31 მაისს დავით რატიშვილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ბოლოს დავით რატიშვილი დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქართული საარმიო კორპუსის ცხენოსანი ბრიგადის მეთაურად.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, სომხეთ-საქართველოს ომში დავით რატიშვილი მე-5 ქვეით პოლკს მეთაურობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დავით რატიშვილი მონაწილეობდა თვითგამოცხადებული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის, იგივე „ყარსის რესპუბლიკის” შეიარაღებული ძალების და ისლამისტური საბრძოლო რაზმების აგრესიის აღკვეთაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით რატიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.
1937
ტიპი: გარდაცვალება
დიდი საბჭოური რეპრესიების დროს, 1937 წელს, დავით რატიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.

