რეგისტრირებული ფაქტები93513
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიაშვილმა ყურინის 79-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვალში არტემ ჯიჯიხია 1-ლი ქვეითი დივიზიის მე-4 ქვეითი პოლკის მეთაურად დაინიშნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 30 მარტს ასაკობრივი ცენზის გამო ვასილ გაბაშვილი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, პენსიით და გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902-1904 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცრად მსახურობდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1908 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 მსროლელი პოლკის მეთაური იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 23 დეკემბერს ილია ოდიშელიძე პირველი არმიის შტაბის უფროსად დაინიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 11 ოქტომბერს ილია ოდიშელიძეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლიდან გიორგი კვინიტაძე ლაიბ-გვარდიის მინგრელსკის მე-16 პოლკში ასეულის მეთაურად მსახურობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს გიორგი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა ქართველი იუნკრების გადანაწილებას საბერძნეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გიორგი კვინიტაძე პირველი ოთხი თვე საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას ღებულობდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ერთხანს გრამფირფიტების ქარხნის მუშა იყო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლიდან გიორგი კვინიტაძემ ფინანსური პრობლემების გამო ძიძის დახმარებით მაწვნის მომზადება და გაყიდვა დაიწყო.

