საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სახელი

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან შიო მღვიმელს თეთრ შიოს ეძახდნენ, ხოლო შიო არაგვისპირელს კი − შავს.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, მერე − თეთრ შიოს, მოგვიანებით კი − ძია შიოს.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, რომ შიო არაგვისპირელისგან განესხვავებინათ.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს ფილიპე მახარძე წერილებს ფ. ჯვარელის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს ნოე ჟორდანია წერილებს წითე ფერაძის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს თედო კიკვაძეს ჰქონდა ფსევდონიმი „ხლაფორთაძე“.

1890

ტიპი: სახელი

1890 წლიდან სალიტერატურო მოღვაწეობის დასრულებამდე სიმონ ქვარიანს არ გააჩნდა ლიტერატურული ფსევდონიმი.

1936

ტიპი: სახელი

1936 წელს ალექსანდრე ქვლივიძე ლიქოკის თემის მოსახლეობას ამერიკელი ჟურნალისტის, მაკ გრეგორის სახელით გაეცნო.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 25 მაისს ირაკლი წერეთლის წინადადებით ეროვნულ საბჭოს სახელი გადაერქვა და პარლამენტი ეწოდა.

1910

ტიპი: სახელი

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, შიო დედაბრიშვილს ჰქონდა ფსევდონიმი შიო არაგვისპირელი.

1890

ტიპი: სახელი

1890-იან წლებში შიო არაგვისპირელს არ სურდა თავისი ვინაობის გამომჟღავნება და ძალიან ეწყინა, როცა ერთ სტატიაში მისი გვარი ფსევდონიმ არაგვისპირელს დაუკავშირეს.

1877

ტიპი: სახელი

1877-1884 წლებში, მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას თანაკლასელები „მებატე რუსს“ ეძახდნენ „სალდათური“ მუნდირის გამო.

1943

ტიპი: სახელი

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას წინაპრები დადიანის კარზე მსახურობდნენ და დიდმარხვაში ბატონის ოჯახისათვის ჭინჭარს კრეფდნენ. ამის გამო, სახოკიებს მეზობლები დასცინოდნენ და ბოლო დრომდე მეჭინჭრე („მეჭუჭელე“) სახოკიებს ეძახდნენ.

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში ქართლ-კახეთის სასწავლებლებიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულებს „შვილ“-ზე დაბოლოებული გვარები „ов“-ებად გადაუკეთეს და შიო დედაბრიშვილსაც დედაბეროვად მოიხსენიებდნენ.

1870

ტიპი: სახელი

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის მიერ ვენაში ჩამოსხმულ შრიფტს „ვენური“ დაერქვა.

1940

ტიპი: სახელი

1940 წელს არტემ ახნაზაროვის ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ფსევდონიმები: „ჩიორა“, „კენჭოსანი“, „პატრიციუსი“, „ორ-ანი“, „მანოელიძე“, „კენტი“, „დუშიკო“, „ალფა“, „დიოგენი“, „ფარნაოზი“ და „ნიორი“.

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში სემინარიის პანსიონში (ბურსაში) მცხოვრებთ ბურსაკებს ეძახდნენ.

1868

ტიპი: სახელი

1868 წელს თედო სახოკიას დედას, ელისაბედს, მოფერებით ელისას ეძახდნენ.

1893

ტიპი: სახელი

1893 წელს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით „დ.ხ.“ იბეჭდებოდა დუტუ მეგრელის წერილები სათაურით „ფიქრი და შენიშვნა“.

1892

ტიპი: სახელი

1892 წლიდან ფსევდონიმით „დ.ხ.“ დუტუ მეგრელი წერდა კორესპონდენციებს.

1892

ტიპი: სახელი

1892 წლიდან სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში დუტუ მეგრელი სხვადასხვა ფსევდონიმით სარგებლობდა.

1930

ტიპი: სახელი

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ რომანოზ ფანცხავას ჰქონდა ფსევდონიმი ხომლელი.

1870

ტიპი: სახელი

1870-იან წლებში ილარიონ ქუჩუკაშვილი თავის შუათანა შვილ სანდროს, რომელიც მუდამ მტრედებს დასდევდა, პანკრუტა რუსს ეძახდა.

1929

ტიპი: სახელი

1929 წელს შიო მღვიმელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი წინაპრების გვარი იყო ბობნაძე.

1876

ტიპი: სახელი

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, მოსწავლეებს „დიაკვნებს“ ეძახდნენ.