რეგისტრირებული ფაქტები81743
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ივანე მესხის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, თბილისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ლექსთა კრებული „სალამური“ ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემით იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, გორის სამოქალაქო თვითმმართველობის ხელმძღვანელის, ი. ელიმირზოვის მუშაობით გორის მოსახლეობა კმაყოფილი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, „რუსულ „ობზორს“ და ქართველ ნ. ნიკოლაძეს“.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, 7 წლის განმავლობაში გიორგი წერეთელი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ივანე კერესელიძის ლექსები დაიბეჭდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბამ „სასოფლო გაზეთის“ ათი წლის იუბილე აღნიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, შევჩენკოს გემი, რომელიც ფოთში თევზითა და მარილით დატვირთული შემოვიდა, ცუდმა ამინდმა ნაწილებად დაშალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი ყარსში იმყოფებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ ანდრეევსკის მკვლელობის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე მომრიგებელი მოსამართლე ილია წიამძღვრიშვილი იყო.