რეგისტრირებული ფაქტები93583
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები კოკია დადეშქელიანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები სამსონ ჯანდელიანი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ვ. ალექსი-მესხიშვილის თაოსნობით ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გ. გედევანოვმა და ნ. გოცირიძემ, აგრეთვე მწერლებმა: ბ. ახოსპირელმა, გელამ, ეშმაკმა, იასამანმა, ირეთელმა და სხვებმა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ვ. ალექსი-მესხიშვილის თაოსნობით ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გ. გედევანოვმა და ნ. გოცირიძემ, აგრეთვე მწერლებმა: რ. ლეჩხუმელმა, ტრ. რამიშვილმა, ფ. რუშაველმა, პართენაშვილმა, ქუჩიშვილმა და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართულ ღონისძიებაზე ვ. ს. მესხიშვილმა გოგოლის „შეშლილის წერილები“ წაიკითხა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, თბილისის სახაზინო თეატრში მოგზაური ქალი ა. ა. კორსინისა წაიკითხავდა პირველ სამეცნიერო-სახალხო გეოგრაფიულ ლექციას — „ავსტრია“. ეკრანზე სურათების დემონსტრირებას ა. ი. ეფიმოვი მოახდენდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ბავშვთა სნეულებათა ექიმი გ. ნ. მაგაკიანი პაციენტებს მიხეილის 36-ში იღებდა.

