რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია საგარეჯოზე, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა – კევრი, რამაც მოსახლეობას მიწაზე მუშაობა გაუადვილა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია კახეთში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით კახეთში საკმაოდ ბევრი სკოლა დაარსდა რაც მოსახლეობისთვის სასიხარულო ფაქტი იყო, თუმცა სკოლებში მუშაობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც შესაბამის განათლებას ვერ მისცემდნენ მოსწავლეებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ნაფარეულში ლეკები თავს დაესხნენ ა. ჯორჯაძის საქონელს და 130 სული კამეჩი და ძროხა მოიპარეს.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის პირველ ოქტომბერს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი დიმიტრი სვიმონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხაილის აზნაურობის ბანკის განცხადება, რომ გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე მამულები, რომელთა მფლობელები იყვნენ: ნიკოლოზ ანტონის ძე ფირალოვი და ელისაბედ სვიმონის ასული ჩარექოვი. ასევე გაიყიდებოდა სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე მამულები.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ოქტომბერს თელავში პარაკლისი გადაიხადეს მუხთარ-ფაშაზე გამარჯვების აღსანიშნავად. პარაკლისს ესწრებოდნენ თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვი, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე და ადგილობრივი ჯარის უფროსი მაჭავარიანი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული კერძოდ, ვენახი რომელიც მდებარეობდა სოფელ ბაკურციხეში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მართა მიხეილის ასულ ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ვენახი რომელიც მდებარეობდა სოფელ კარდანახში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადის მიხედვით, ვასო ივანეს ძე პოტებნიას მიერ გირაოში ჩადებული მამული, კერძოდ, პატარა თამარაშენში მდებარე ვენახი, საჯაროდ იყიდებოდა, რადგან, ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხადროულად არ გადაიხადა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა ცხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ სადიხ ოსპარ-ოღლი მეხტიევის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ორსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მინა მანუკის ძე ვართანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა ავლაბარში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მინადორ ზურაბის ძე საყვარელიძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწა, რომელიც მდებარეობდა გორში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ადამის ძე ადამაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ერთსართულიანი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ქიტესას ძე ხახაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

