რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გადამწერლის საქმიანობას საქართველოში და რომ მწიგნობარ-გადამწერლები უსტამბობის დროს ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც მწიგნობრობას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. სტატიას თან ერთვის ერთ-ერთი გადამწერლის დავით ალექსის ძე მესხიშვილის ბიოგრაფია.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა წერილი გურიიდან, კერძოდ სოფელი ბახვიდან, რომელიც ახალგზარდა გოგონამ ნინა ნიკოლაიშვილმა დასაბეჭდად გამოუგზავნა გამგეობას. წერილში ის ითხოვდა, რომ არამხოლოდ ბიჭების განათლებაზე ეზრუნა მთავრობას, არამედ მისნაირ სწავლამოწყურებული გოგონებისთვისაც გაეხსნათ სასწავლო დაწესებულება, რომ მიეღო სათანადო განათლება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხური სიმღერები ომზე და ვაჟკაცობაზე, რომლებიც რედაქციას დასაბეჭდად გადასცა ზაქარია ჭიჭინაძემ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან „Отечественные Записки“ ჯორჯ ლეთროპის ნოველა „გარიყული“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („Нью-йоркский бродяга“) იყო დაბეჭდილი, ამიტომ ნოველა ილიამაც უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („უბინაო კაცი ნიუ-იორკში“) გამოაქვეყნა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის დეკემბერში ავქსენტი ცაგარელმა პეტერბურგის უნივერსიტეტში გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე მეგრული ენის შესახებ ისაუბრა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ მიხეილ დაჯდებაშვილის სტატია, რომ გორის სემინარიაში არ ჰყავდათ კვალიფიცური მასწავლებლები, რომლებიც საჭირო განათლებას მისცემდნენ ბავშვებს, მისი თქმით ისინი მხოლოდ ჯამაგირისთვის მუშაობდნენ, ასევე არ იყო მოწესრიგებული მოსწავლეების კვების საკითხი, ამ შემთხვევაშიც იჩაგრებოდნენ ღარიბი მოსწავლეები და ამ ყველაფერთან ერთად მასწავლებლები ბავშვებს წკეპლით სჯიდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.

