რეგისტრირებული ფაქტები81817
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება ალექსანდრე ჭიჭინაძის ორკლასიან სასწავლებელსა და პანსიონში მოსწავლეთა მიღების წესების შესახებ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევს მოსამართლემ ერთი თვით პატიმრობაში ყოფნა მიუსაჯა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე რუდნევმა შექმნა კომისია, რომელსაც ყველა ეკლესიისა და მონასტრის მონახულება და მათში არსებული ნივთების ღირებულების აღწერა დაევალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ უ. ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, ვისაც საბებიო ინსტიტუტში სურდა სწავლა, განცხადება სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებლის, რ. ანდრონიკაშვილის სახლში უნდა მიეტანა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვმა და ნიკოლოზ ზუმბულიძემ ოქრომჭედლის დუქანი გატეხეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვი უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარიის მწერალი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი დადიოდა სოფლებში, რათა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სურსათის ქალაქებში ჩამოტანა შეეთავაზებინა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი ქალაქის გამგეობის წევრი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში პეტრე უმიკაშვილის „სასოფლო გაზეთი“ უსახსრობის გამო არ იბეჭდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ დასაბეჭდად მიიღო გრიგოლ ჩარკვიანის გამოცემული „იგავ-არაკნი“ და რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევის სალდათები გორის მოსახლეობას სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევი თავის სალდათებთან ერთად გორში დაბანაკდა.