საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დავიდოვი მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ციციანოვი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 მარტის „დროებაში“ დაბეჭდილ განცხადებას ივრის დამზოგველი ამხანაგობის საქმიანობის შესახებ ხელს აწერენ ნიკოლოზ დავიდოვი, ზაქარია გულისაშვილი, ზურაბ მაკანტალაშვილი, ალექსი ონიკაშვილი და დიმიტრი ციციანოვი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის ქარვასლაში მახიობებს სომხური წარმოდგენისთვის ადგილს გამოუყოფდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, თბილისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ივანე მესხის სტამბაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში აღალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ივანე ზაალის ძე ავალიშვილის ნაცვლად ბანკის დამფასებელი საზოგადოების წევრად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, გრანევსკიმ ლაილაშში მდებარე ეკლესიის გასაახლებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, გრანევსკი ლეჩხუმის მაზრის უფროსი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მაგივრად დირექტორად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი კახის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის მარტში ქუთაისში ქართველმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს გიორგი თუმანოვის სამმოქმედებიანი კომედია „აყალ-მაყალი ცოლსა და ქმარს შუა“.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, ბაბანოვი თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ საქართველოს ახალი ეგზარქოსის, ივანე რუდნევის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ივლიანე მამულაიშვილი ოზურგეთის პოლიციის პრისტავი იყო.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკას საქმის ერთ-ერთი მოწმე ზურაბ ქორიძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილინსკის სიტყვა, რომლითაც მან სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს მიმართა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მარტის „დროების“ ცნობით, სამშენებლო ხის ყიდვა პოლკოვნიკ ბუჭყიევთან იყო შესაძლებელი.