რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ღვინის მოყვანისა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშის შესახებ ისაუბრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ხეჩიკოვისთვის გაგზავნილი ყუთიდან იარაღი ამოიღეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში „კრებული“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს იოსებ ხელიძემ გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს დ. სემინოვმა გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სასწავლებლებში მომუშავე პირებმა, კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროს იანუარ ნევეროვს გამოსათხოვარი სადილი მოუწყვეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს ლევ მარკოვმა გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ზუბალოვმა გაზეთ „დროების“ რედაქციას უჩივლა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვასილ შვერუბოვიჩი ბათუმში საბაჟოს დაარსებას აპირებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გურიიდან მოწვეულმა გალობის პედაგოგებმა, მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ გალობის სწავლება დაიწყეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 ოქტომბრის „დროებაში“ ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.