საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1823

ტიპი: თანამდებობა

1823-48 წლებში გრიგოლ ბააკას ძე ჭუბაბრია სოფ. კუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823-67 წლებში ოქროპირ გიორგის ძე ორჯონიკიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823-57 წლებში სვიმონ გიორგის ძე სუპატაშვილი ციხისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823 წელს დავით ტყემალაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ვაკის ოლქის საეკლესიო ქონების მმართველად დანიშნეს.

1823

ტიპი: ავტორობა

1823-1923 წლის წიგნში „ევროპელი ქალების საქართველო“ ოდეტ კენის „ზემო სვანეთი“ დაიბეჭდა.

1823

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1823 წლის წიგნის „ევროპელი ქალების საქართველოს“ ცნობოთ, ფრედერიკას ფრანგი მეუღლე ცნობილი მეცნიერი და დიპლომატი, ვილჰელმ ფონ ფრაიგანგი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823 წლის 23 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით იმერეთის არქიეპისკოპოსმა სოფრონიოსმა იოსებ ბაქრაძე მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1823

ტიპი: გარდაცვალება

1823 წლის 30 იანვარს ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი დავით ტყემალაძე გარდაიცვალა.

1823

ტიპი: ღონისძიება

1823 წლის ოქტომბერში გენერალ-მაიორმა ალექსი ერმოლოვმა აჯანყების ჩასახშობად დაღესტანზე გაილაშქრა.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ აკაფაში მეამბოხე აფხაზებთან შეტაკების დროს რუსთა შორის დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 60-მდე მიაღწია. დაიჭრა რუსების მეთაური, პოლკოვნიკი მიხინიც.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე გახდა.

1824

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1824 წელს აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო მიხეილი (ჰამუთ-ბეი).

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს აფხაზეთის ყოფილ მთავარ ასლან-ბეის ხელახლა აუჯანყებია აფხაზები და აჯანყების ტალღა აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოედო.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს აფხაზთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს რაზმი, რომელიც 1400 ჯარისკაცისაგან შედგებოდა. მას ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი პეტრე გორჩაკოვი.

1824

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს თავისი რაზმით აფხაზთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილ გენერალ-მაიორ გორჩაკოვს მარცხენა ფლანგიდან, ზღვის მხრიდან, ეხმარებოდა ორი ფრეგატი და ერთი ბრიგი, ხოლო მარჯვნიდან – მეგრული ლაშქრის მცირე დაჯგუფება.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს გენერალ-მაიორ გორჩაკოვის რაზმს მდინარე კოდორიდან მოყოლებული სოხუმამდე თავს ესხმოდნენ აფხაზ ამბოხებულთა ჯგუფები, თუმცა გენერალს მაინც მიუღწევია სოხუმის ციხემდე.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვს, რომელიც ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ექსპედიციას ამბოხებულ აფხაზთა წინაამღდეგ, სოხუმიდან ლიხნისკენ (სოუქსუსკენ) მიმავალი მთავარი გზიდან გადაუხვევია. ამის მიზეზი ყოფილა ის წინაღობები, რომელიც გენერალს ამ გზაზე შეხვედრია. გენერალი ბიჭვინტის ყურეში დაბანაკებულა და ლიხნამდე (სოუქსუმდე) შემოვლითი გზით მისულა.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს ამბოხებულ აფხაზებთან შეტაკებისას გენერალ გორჩაკოვს ასი ჯარისკაცი დაუკარგავს თავისი რაზმიდან.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ ლიხნში (სოუქსუში) გენერალ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვის რაზმი შესულა, რის შემდეგაც ამბოხებულ აფხაზებს შეუწყვეტიათ საომარი მოქმედებები.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ ლიხნში (სოუქსუში) გენერალ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვის რაზმის გამოჩენასთან ერთად, ასლან-ბეი იქაურობას გაცლია და ისევ ჩერქეზებთან შეუფარებია თავი.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოხუმის კომენდანტ მიხინის რაზმი თავს დასხმია სოფელ აკაფის მკვიდრთ, რომლებიც მეამბოხე აფხაზებს მალავდნენ. თავდასხმა უშედეგოდ დასრულებულა და მიხინს უკან დაუხევია.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს სიმონ ქოქოსაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს მახარობელ გრძელიშვილი მრა­ვალ­ძა­ლის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824-1857 წლებში იოვანე სიმონის ძე კანდელაკი (კობახიძე) კა­ჩა­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.