საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88251

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს სთხოვა, განეხილა მისი საქმე და გაეცა განკარგულება, რომ არსებული კანონის მიხედვით დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით და დამატებითი გაკვეთილების ჯამაგირით, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თამარ ამირეჯიბს აცნობეს, რომ საღოლაშენის სკოლაში მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ მისწერეს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს. მისი მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით დანიშვნა 20 ნოემბრიდან შეიძლებოდა. მასწავლებლის წოდების მიღების შემდეგ კი თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს აცნობეს, რომ 20 ნოემბრიდან სოღოლაშენში მასწავლებლის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად შეიძლებოდა თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი დაენიშნათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ნოემებერს თამარ ამირეჯიბმა საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს სთხოვა, სოფელ სოღოლაშენის ახალგახსნილ სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ვერსალის საზავო კონფერენციაზე ალბერ ტომას თავმჯდომარეობით გაიმართა სოციალისტთა თათბირი, რომელსაც უნდა განესაზღვრა ბოლშევიკებსა და საბჭოთა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება. თათბირში ზოგიერთი კავკასიელი დელეგატიც მონაწილეობდა. შემუშავებული მემორანდუმი გადაეცა სტეფან პიშონს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ანონიმი მთიელი დელეგატის ინფორმაციით, ვერსალის საზავო კონფერეციაზე კავკასიის წარმომადგენლებს დიდ თავსატეხს უქმნიდა სომხეთის დელეგაცია, რომლისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა კავკასიელთათვის საჭირბოროტო საკითხს – დენიკინი თუ ლენინი? სომხებს მხოლოდ ე. წ. თურქეთის სომხეთთან გაერთიანება აინტერესებდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ვერსალის საზავო კონფერენციის ერთ-ერთი სხდომა მიეძღვნა მოკავშირეთა მიერ სრულიად რუსეთის მმართველად ადმირალ კოლჩაკის ცნობის საკითხს. რუსეთის იმპერიის ფარგლებში წარმოქმნილ სახელმწიფოთა ყველა დელეგაციამ, სომხეთის გარდა, ეს აღიარება გააპროტესტა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ვერსალში კავკასიიდან წარგზავნილმა ყველა დელეგაციამ, სომხეთის გარდა, მოაწერა ხელი კონფერენციის სახელზე შეტანილ პროტესტს, რომელიც უკავშირდებოდა გენერალ დენიკინის ჯარების მიერ მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის ოკუპაციას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მარტს თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ ივანე გველესიანის ქონებრივად გაჭირვებული მდგომარეობის გამო სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 500 მანეთის გამოწერის შესახებ მისი ცოლის საექიმოდ.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორმა ილარიონ ლორთქიფანიძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს გაუგზავნა სამეურნეო კომიტეტის 1919 წლის 17 მარტის სხდომის ოქმიდან ამონაწერი, ითხოვდა ხსენებული დადგენილების დამტკიცებას და ნებართვას ივანე გველესიანისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით გამოეწერათ 500 მანეთი ცოლის საექიმოდ გაწეული ხარჯების დასაფარად.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ივანე გველესიანისთვის დახმარების სახით გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გამოეწერათ 500 მანეთი ცოლის საექიმოდ გაწეული ხარჯების დასაფარად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ვერსალის კონფერენციაზე კავკასიის ქვეყნების დელეგაციებმა, მთიელების გარდა, მხარი დაუჭირეს ინგლისის ჯარების დარჩენას ამიერკავკასიაში. მთიელთა აზრით კი, სწორედ ინგლისელთა გულგრილობით დაიპყრო დენიკინმა მათი რესპუბლიკის ტერიტორია.

1918

ტიპი: ავტორობა

ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა, რომ აღეძრათ შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მისცემოდა ივლისის თვის ჯამაგირი გიმნაზიის სპეციალური თანხიდან. თხოვნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას ავად ჰყავდა მეუღლე — ქარებით და ნერვების აშლით და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ივანე გველესიანმა მიიღო შეტყობინება, რომ უნდა დაეცალა ბინა, რომელიც მდებარეობდა მეხუთე ქალთა საეპარქიო გიმნაზიის შენობაში. ხელს აწერდნენ: სერგი დანელია და ნიკოლოზ აბესაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

ევგენი ჟარკოვსკი თავისი რუბრიკის IV ნაწილში განიხილავს პოლკოვნიკ რიმარის დანაშაულებრივ ნაბიჯს - მოზდოკში მოწვეულ ყრილობას, მის მიმდინარეობასა და შედეგებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო რკინის გზათა მოძრაობის უფროსმა სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ივანე გველესიანი 1920 წლის 17 ოქტომბრიდან დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად და დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. სახალხო განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ ივანე გველესიანისთვის დაეთმოთ დაწესებულ ფასად ვაგონი, რომელიც მიებმებოდა საქონლის მატარებელს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 ოქტომბრიდან ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.

1919

ტიპი: ღონისძიება

როდესაც ვერსალის კონფერენციაზე მყოფ მთიელთა დელეგაციამდე მიაღწია ხმამ, რომ მათი მთავრობა, დენიკინის ჯარების მიერ მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დაპყრობის მიუხედავად, არ დაშლილა და ბაქოში განაგრძობდა მუშაობას, დელეგატებმა გადაწყვიტეს გამგზავრებულიყვნენ ბაქოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ოზურგეთის სამაზრო ერობას, რომლის მიხედვითაც აცნობა ივანე გველესიანის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნა და სთხოვდა საბარგო ავტომობილით დახვედროდნენ სადგურზე. ჩამოსვლის დროს კი თავად გველესიანი აცნობებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრო ოზურგეთის ქალაქისთავს სთხოვდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები და ივანე გველესიანისთვის ბინის საკითხი მოეგვარებინათ.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4 გვამცნობს ინგუშთა ტრაგედიას: გაზეთის კორესპონდენტი მუსაევი აღწერს, თუ რა აუტანელ პირობებში იმყოფება დენიკინის ხელისუფლების მიერ სრულ იზოლაციაში მოქცეული ხალხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

იმის შიშით, რომ ადგილობრივი რევოლუციური მღელვარება არ გადასდებოდა სხვა მხარეებს, დენიკინისა და ერდელის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებმა ჩინეთის კედელი შემოავლეს ინგუშეთს: სასტიკად ისჯებოდა საზღვრის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა – როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

1919

ტიპი: ავტორობა

კორესპონდენტ მუსაევის ინფორმაციით, ყაბარდოს მმართველმა, თავადმა ბეკოვიჩ-ჩერკასკიმ გამოსცა საგანგებო ბრძანება, რომლის თანახმადაც, ხმლით აიჩეხებოდა ინგუშეთის საზღვრის სიახლოვეს დაკავებული ნებისმიერი ადამიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4-ში მუსაევის კორესპონდენციიდან ვიგებთ: დაბლობზე მცხოვრებ ინგუშებს ერთპიროვნულად განაგებენ ჯერ კიდევ ძველი მმართველის, გენერალ მალსაგოვის დაყენებული მამასახლისები და ბოქაულები. მათი რიგები ნაოფიცრალი მოხუცებით ცოტაოდენ განაახლა ინგუშეთის ახალმა მმართველმა, გენერალმა ბეკ-ბუზაროვმა.