რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეს სასამართლოში 25 ნოემბერს განიხილავდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ქართული სცენისმოყვარეებმა მოლიერის კომედია „ცოლის შერთვევინება“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ქართული სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის კომედია „მაიკო“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსთა კრებული „სიყვარული“ ზაქარია გრიქუროვის, გრიგოლ ჩარკვიანისა და ვართანოვის მაღაზიებში გაიყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსების კრებულს ექვთიმე ხელაძე გამოსცემდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძემ გამოსცა საქართველოს კალენდარი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: მფლობელობა
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ისაია ფითუაშვილმა ქაღალდის ქარხანა იყიდა.

