რეგისტრირებული ფაქტები81889
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს ახმეტაში ჩავიდნენ თიანეთის მაზრის კომისარი ო. ლაცაბიძე და მილიციის უფროსი ნადიბაიძე. ჩასვლის მიზანი იყო სახალხო შეიარაღებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების მოწესრიგება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 იანვარს გამართულ ჯურუყვეთის (გურია) სოფლის მუშათა საბჭოს წევრთა კრებაზე აირჩიეს საადგილმამულო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. გოგუა, ნ. ანთაძე, მ. დობორჯგინიძე, ბ. გოგიჩაიშვილი, დ. კვაჭაძე, ს. აფხაზავა, ყ. ტუღუში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვალი ეკატერინე გველესიანი სენაკის თვითმმართველობას დასამოწმებლად უგზავნიან ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძის ფორმულარს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სენაკის ქალაქისთავის მოადგილე ლავრენტი გეგენავამ განათლების სამინისტროში მიმართვა და ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაგზავნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე (დაიბადა 1873 წლის 22 აგვისტოს, მართლმადიდებელი) ახალი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა. მისი წლიური ჯამაგირი 9960 მანეთს შეადგენდა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძემ დაამთავრა სრული კურსი თბილისის სასულიერო სემინარიაში სემინარიის სტუდენტის ხარისხით და აქვს ატესტატი N 541. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე უფროს მასწავლებლად დაინიშნა კიწიის ორკლასიან სასწავლებელში. სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძე გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდეს განკარგულებით სასწავლებლის გამგის მოვალეობას ასრულებდა ორი თვის განმავლობაში. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძე უმაღლესი ბრძანებით (სამოქ. უწყ.) დამტკიცდა კოლეჟსკის სეკრეტარის ხარისხზე N40. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლოზ ანჯაფარიძის 1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებით სიაში წერია, რომ უმაღლესი ბრძანებით (მართლმ. სარწმ. უწყ.) N77, გადაეცა ტიტულიარნი სოვეტნიკის ხარისხი. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივლისს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი გიორგიძემ განათლების მინისტრს სთხოვა, ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ისტორიისა და მსგავსი საგნების მასწავლებლად დაენიშნათ. მას თბილისში ან თელავში სურდა მუშაობა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე მსახურობდა კავკასიის ოლქში სამხედრო მოხელედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს სამტრედიის გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს, რომ აცნობონ, გადაყვანილია თუ არა გიორგი გიორგიძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიიდან და შეატყობინონ, მის მაგივრად ვინ დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს გიორგი გიორგიძე, რომელიც, როგორც მისი დეპეშიდან ჩანდა, გადაიყვანეს თელავში. სამტრედიის გიმნაზია კი უმასწავლებლოდ რჩებოდა, რაც იწვევდა დიდ არევ-დარევას, რადგან გიორგიძეს ჰქონდა 24 გაკვეთილი და მისი განაწილება დანარჩენ მასწავლებელთა შორის შეუძლებელი იყო მასწავლებელთა სიმცირის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ გიორგი გიორგიძე დანიშნონ ხსენებული გიმნაზიის რუსული ენის, ლათინური ენისა და ისტორიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრო სწერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს, რომ აცნობონ, ხსენებულ გიმნაზიაში გიორგი გიორგიძე რა რიცხვიდან და ვის მიერ დაინიშნა. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ძიძიგური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გიორგი გიორგიძე დაესწრო სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომას, რომელზეც მას გაკვეთილები გაუნაწილეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძის ნებართვით გიორგი გიორგიძე ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად დაბრუნდა თბილისში და უკან უნდა დაბრუნებულიყო არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, მაგრამ 19 ოქტომბერსაც არ გამოცხადებულა სამსახურში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გიორგი გიორგიძემ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილის ნებართვით ამავე გიმნაზიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბერს გიორგი გიორგიძემ სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერა, რომ სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა.