რეგისტრირებული ფაქტები90619
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ბოდესლავ იგნატის ძე სტატკოვსკის უნდა გამოეკვლია რა ადგილზე გაეყვანათ ბათუმის რკინიგზა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის მაზრის სამასწავლებლო მზურველად დანიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლომ „ობზორის“ რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც გაზეთში აკრძალული სტატიების დაბეჭდვას ედავებოდნენ, გაამართლა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 9 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ჰაჯი საიდ ეფენდი ყუნსი-ზადე გაზეთ „ელვარების“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ შავროვმა რუსულ ენაზე დაბეჭდილი „კავკასიის კალენდარის“ გამოცემა დააფინანსა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის გალერეაში სომხურ-ქართული თეატრის მშენებლობას მალე დაასრულებდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, იოსებ პენჩინსკი საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილება“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილების“ წევრები იყვნენ: ვიქტორ გეევსკი, შერრერი, ზაქარია ჯორჯაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე ყორღანოვი და სხვები.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, შერრერი აკლიმატიზაციის ბაღის გამგებელი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი ბოტკინს სტუდენტებმა აკადემიის პროფესორებთან შეხვედრა და მათი შეხედულებების გაზიარება სთხოვეს, რაც არ გამოვიდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი ბოტკინი პეტერბურგის სამედიცინო აკადემიის პროფესორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში 14-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილმა სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დამსწრეებს მოცვის ჩაი წარუდგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ალექსის ძე ჩითახოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანტონ ყორღანოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 18-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე რეიტერი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 14-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ეგორ ფრიდონოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მიხეილ ალიხანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ფრიდონოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

