რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება თარიღი მზარდობით
1880
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის, იონა მეუნარგიას და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით, 1880-1881 წლებში საზოგადოების მმართველობა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით 56 სოფლის სკოლას დაეხმარა, ესენი იყო: ახალქალაქი, ბოდბისხევი, ვაქირი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, ენისელი, კავთისხევი, კაკაბეთი, კარდანახი, ყვარელი, მაღარო, მარტყოფი, მეჯვრისხევი, მეტეხი, მუხრანი, მირზაანი, ნაფარეული, ქვემო მაჩხაანი, ნორიო, პატარძეული, რუისპირი, ხოვლე, საგარეჯო, ხაშმი, შილდა, აკეთი, ალვანი, ამაშუკეთი, ამბროლაური, ასკანა, აცანა, ბაღდათი, ბაჯი, ბარი, ბასილეთი, ბუგეული, ველევი, ჯიხაიში, დიმი, კულაში, ორბელი, სუჯუნა, ტობანიერი და სხვ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500-ზე მეტი ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი გადასცა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880-იან წლებში ქართული თეატრის სცენაზე გამოჩნდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი. ის ჰამლეტის, ურიელ აკოსტას, ფრანც მოორისა და სხვათა როლებს ასრულებდა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: მფლობელობა
1880 წელს მიხეილ რევაზის ძე ერისთავი ფლობდა საგვარეულო მამულს სოფელ კარალეთში, ქართლში.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს მიხეილ ერისთავმა სოფელ კარალეთში საგვარეულო მიწას ნაყიდი მიუმატა და მეურნეობა დაიწყო. გააშენა 14 დესეტინა ხეხილი, მოაშენა საქონელი და ფრინველი, ინგლისიდან ღორები გამოიწერა, ახალი წესით მოაშენა ფუტკრის სკა, გააუმჯობესა პურისა და ბალახის მოყვანა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს, თბილისის ახალი თეატრის მშენებლობის დროს, პავლე შტერნი არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მოადგილე იყო.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს გიორგი საძაგლიშვილმა კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ კირილე იანოვსკის განზრახვით – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება.