საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82070

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური ნივთები შესწირეს გრიგოლ დავითის ძე გურიელმა, კონდრატე ექვთიმეს ძე ინასარიძემ და სხვ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა გამგეობის წევრებს შეახსენა, რომ წესდების თანახმად, გამგეობამ ყველა მოქმედების ინსტრუქცია უნდა შეადგინოს და კრებას დასამტკიცებლად წარუდგინოს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს პეტრე იოსების ძე ყიფიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა სკოლების გამრავლებაზე ზრუნვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა დაამატა, რომ სკოლების საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრება უნდა გაიმართოს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ვასილ ილიას ძე რცხილაძე, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და პავლე იოსების ძე ყიფიანი გააკეთა მოხსენება ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ. კომისიის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ბიბლიოთეკის თანამშრომლების უპასუხისმგებლობის გამო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 6 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ნასყიდაშვილისა და მღვდელ გ. სირაძის მოთხოვნა წიგნების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 10 აპრილს ივანე თოთიბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მეტეხის ციხის ბიბლიოთეკისათვის დახმარება სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 10 აპრილს მხატვარი-გრაფიკოსი გრიგოლ ტატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ გამოცემული ანბანის წიგნის 500 ეგზემპლარის თითო აბაზად შეძენას სთხოვს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 28 თებერვალს მიხეილ თამარაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძველი ქართული საეკლესიო მხატვრების სურათების (აღწერილობით) გაგზავნა სთხოვა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზაქათალის ოლქის სოფელ კახის სკოლისათვის დახმარება სთხოვა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს ივანე ჩიბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა წიგნების გასაყიდად გადაცემის თაობაზე.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრა ყაზახაშვილის კავკასიის სკოლის დირექციაში დამტკიცების საკითხი განიხილა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის 20 სექტემბერს რეხის სკოლის პედაგოგმა ესტატე ლომიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სხვა სკოლაში გადაყვანა სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 13 სექტემბერს მღვდელმა ნიკოლოზ ბაკურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სოფელ რეხის სკოლის შენობის დამთავრებაში დახმარება სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 29 ივლისს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ კობიაშვილის კავკასიის სკოლის პედაგოგად, ხოლო კირილე წილოსანის ბორჩალოს სკოლის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა სამსონ ფირცხალავამ ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორ ოსკარ ასბოტს (მისივე თხოვნით) ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ ლექსიკონი“, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და „ბუნების კარი“ გაუგზავნა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აფრასიონ მერკვილაძემ მის მიერ შეკრებილ ხალხურ ნაწარმოებთა გამოცემის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 მაისს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ნიკოლოზ მიტოს (გიტოს) ძე გოგიტიძეს მისწერა, რომ 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში უნდა მისულიყო წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.