რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება თავის უფლებად მიიჩნევს კერძო სკოლების გახსნას, ეს უფლება თვითონვე არ უნდა დაარღვიოს და კერძო სკოლების ნაცვლად არ გახსნას ჩვეულებრივი ტიპისა, რომელშიც მასწავლებლებს საზოგადოება არ აირჩევს.
1879
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ გველესიანი წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით ქუთაისის გამგეობის წევრი იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჟენევაში ქართველი სტუდენტებისთვის თავისი დაარსებული ბიბლიოთეკა გაეუქმებინა, რადგან სტუდენტები იქ სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით არ იკრიბებოდნენ. ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი თანხით კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაწყებითი განათლების საქმეში დახმარებოდა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პარიზიდან გამოგზავნილ წერილში შესთავაზა, პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის ხარჯთაღრიცხვა სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილისთვის ან გრიგოლ ივანე ძე გველესიანისთვის დაევალებინათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 22 სექტემბერს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, წინასწარ მიეცათ 5 თვის სტიპენდია, რადგან წამლისთვის სჭირდებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გოგიჩაიშვილმა ჟენევიდან პარიზში მიიღო ქართველ სტუდენტთა იმ წერილის ასლი, რომელიც მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პარიზიდან თბილისში გამოუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა პეტრე ზუბალაშვილის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის ჟენევაში გახსნილი ბიბლიოთეკის სავალალო მდგომარეობის შესახებ. გოგიჩაიშვილის აზრით, შვეიცარიაში მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობას სწავლის სურვილზე მეტად პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე მაჭავარიანს წიგნებზე მუშაობისთვის 4.33 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრებმა ნ. ყიფშიძეს ლექსიკონის რედაქტირებისთვის 15 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრებმა ზაქარია გულისაშვილს ღუმლებისა და წიგნების მორიგ პარტიაში 2.50 მანეთი გადაუხადეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პირები: ვალერიან თედორეს ძე ილიუშინი, ზიგმუნდ დე-მეზერი, ელენე აბრაამის ასული იმინოვი, ვიაჩესლავ ადოლფის ძე კოუზა, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ვეტოშნიკოვი, სტეფანე ვასილიევი, ნიკიტა ეფრემოვი, მიხეილ ბირიტოვიჩი, ივანე ფიმინჩიკი და ემელიანე ლიტვინეცკი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე გაბრიელ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ წიგნების დამტარებლისთვის გამოყოფილი 300 მანეთით უმჯობესი იყო, მოსახლეობისთვის უფასო წიგნები დაერიგებინათ, ხოლო სოფლებში წიგნების დარიგება სკოლებისთვის მიენდოთ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1894 წელს სოფლებში წიგნების გასავრცელებლად 300 მანეთი გამოყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გადაწყდა, სოფლებში წიგნების დამტარებლის დაქირავების ნაცვლად საზოგადოებას აგენტების საშუალებით წიგნები უფასოდ დაერიგებინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალში განხილულია ბათუმის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ვოლსკის ანგარიში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საგზაო ინჟინრებმა ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვმა და გრიგორ ვასილის ძე შერმაზანოვმა საინჟინრო კურსების გახსნის მოთხოვნით მიმართეს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვისას გამოთქმული აზრები თავმჯდომარემ მოკლედ უნდა გაიმეოროს და საკითხის გადაწყვეტა მოითხოვოს. გადაწყვეტილება დაფარულად ან ცხადად უნდა მიიღონ. ფარულში იგულისხმება კენჭისყრა, ხოლო ცხადში – გადაწყვეტილების გამოხატვა ადგომით ან ხელის აწევით.
1886
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თუ საერთო ყრილობის სხდომაზე გამომსვლელი განსახილველ საკითხს გასცდა, თავმჯდომარემ უნდა შეახსენოს საკითხი, თუ გაიმეორა – გააფრთხილოს, მესამედ კი იმ საქმეზე საუბრის უფლება ჩამოართვას.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ გამომსვლელს საუბარი უნდა შეაწყვეტინოს, თუ კანონისა და წეს-დებულების საწინააღმდეგო რამეს ამბობს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე 50 წევრის შეკრების შემთხვევაში თავმჯდომარემ სხდომა შემდგარად უნდა გამოაცხადოს. თუ დანიშნულ დროს საათზე მეტი გადასცდა და 50 წევრი არ შეგროვდა, ყრილობა უნდა დახუროს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების გამგეობას სურს, მას, ვისაც სოფლებში წიგნების გაყიდვა დაევალება, მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლებაც შეეძლოს.