რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ნატალია ხუბუა, გიორგი მირზოევი, პეტრე ფრეიმანი, ანდრეი ნოსევი, კონსტანტინე სუხიევი, ლიუბოვ ორლოვა-ლაზარევა, ელენა ლაზარევა-პავლოვა, ალექსანდრე გარატიაშვილი, გერასიმე ზურაბოვი, სერგო მარტიროსიანი, ი. ფილდმანი, ვლადიმერ ზირმანი, სერგო დანელიანცი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველოს მოხსენება გამგეობისგან სახელმძღვანელოდ მიცემული ინსტრუქციის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი განხილულიყო გამგეობის ყველა წევრის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ნინო მაჭავარიანის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბა N153.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ გახსნა ნინო მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი ყულაბა N153, რომელშიც იყო 25 მან. 60 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. გამგეობამ დაამტკიცა 1899 წლის ბიუჯეტი 957 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებელ ელენე აფხაზის თხოვნა, რომ გამგეობა ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნებით დახმარებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ კნეინა ელენე აფხაზისას კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკისათვის უსასყიდლოდ გადასცემოდა საზოგადოების ყველა გამოცემა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის შესახებ. ფოტოგრაფიის შემოსავლის შემცირების გამო 8 იანვრიდან გამგეობამ დაადგინა მოსამსახურეთა ახალი შტატები და მათი ხელფასებისა და სხვა ხარჯების ახალი ხარჯთაღრიცხვა – 575 მანეთის ოდენობით. ასევე – იმ პირებს, რომლებიც ახალი შტატების შემდეგ უმუშევრები რჩებოდნენ, მისცემოდათ ერთი თვის ხელფასი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ბეჭდვის კომისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას დაებეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებანი წიგნად „პოემები, მოთხრობები და ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. კომისიამ წარადგინა დასაბეჭდი ნაწარმოებების სია. გამგეობამ დაადგინა, ვაჟას თხზულებანი დაბეჭდილიყო ერთ წიგნად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.