რეგისტრირებული ფაქტები82204
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ელი სექტემბრისათვის თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში სწავლობდნენ: რაფაელ მიხეილის ძე ხუციევი, ტაისია რომანის ასული შუმაკოვა, ევტიხი ნიკიფორეს ძე ჩერნიავსკი, კონსტანტინე ფილიპეს ძე იანოვიჩი, იოსებ ერმილეს ძე ჩიმაკაძე, არჩილ აბრაამის ძე ასათიანი, კონსტანტინე ალექსის ძე ბერძენიშვილი, ლეონტი ორაგველიძე, ვასილ კატანინი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრებაზე 11 სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაჰპირდა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხას გაიღებდნენ, თუმცა 31 აგვისტოს მხოლოდ 5 მათგანიღა იყო თანახმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე მერაბიშვილმა საზოგადოების წევრებს სთხოვა, უდის სამკითხველოსთვის 48 მანეთი შეეწირათ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ახალციხის ბიბლიოთეკას 18 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოსე გიორგის ძე ჯანაშვილს წიგნების ანგარიშისთვის გადაეცა 6 მანეთი, კონსტანტინე იოსელიანს – 2, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძეს - 5 და ა.შ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და რამდენიმე სხვა პირი დასწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ნიკოლოზ კურდღელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, რომ სალიტერატურო ფონდიდან სესხად მიეცათ 20 მანეთი.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს – ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილს, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ბარბარე ირაკლის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს, დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილს, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისას, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას – ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო შესატანი 300 მანეთი.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრებს – მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილს, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილს, ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს, იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილს, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილსა და ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილს – ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო შესატანი 100 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ პირველ წელს ვერ დაამტკიცეს მასწავლებლად, რადგან სამასწავლებლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. რევოლუციის შემდეგ, როცა სამოსწავლო ოლქი კომისარიატით შეიცვალა, ხაშურის გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. კომისარიატმა კი დროებითი მოწმობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ საკმარისად არ სცნო და მოითხოვა დიპლომი, რომელიც კიევში იყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ ხელი შეუშალა დიპლომის მიღებას და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, რომ სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილის ნამსახურეობითი სია კანონის შესაბამისად შეადგინოს.