რეგისტრირებული ფაქტები88320
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ავტორობა
წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი სწავლება მხოლოდ მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როცა მშობლიურ ენაზე წარიმართებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საქალებო და სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენაესწავლებინათ და, თუ საჭირო იქნებოდა, ქართული ენის პედაგოგს ბანკი გადაუხდიდა ჯამაგირს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, გაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხა 18 006 მანეთი და 8 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, დაამტკიცეს ბანკის აგენტების ჯამაგირები. პეტერბურგში მყოფ აგენტს დაუნიშნეს 600 მანეთი, ხოლო თბილისში 1 800 მანეთი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, მიხეილ დარახველიძე, დავით ნაზარიშვილი და პავლე თუმანიშვილი ბანკის გამგეობის წევრთა ჯამაგირის შემცირებას მოითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე კონსტანტინე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული პირების ცდა, რაიმე სახის დარღვევა აღმოეჩინათ ბანკის საქმიანობაში, მხოლოდ პოლიტიკური ხრიკები იყო და მეტი არაფერი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი უმიზეზოდ ცდილობდა იმისთანა უწესობის აღმოჩენას ბანკის საქმეებში, რაც არ არსებობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის პირველ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილამულო ბანკის სხდომა ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ნ. ღოღობერიძეს სიტყვით მიმართა კირილე ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ბანკი მსესხებელს უსამართლოდ ახდევინებდა პროცენტს, რაზეც თავმჯდომარემ მაგალითების საშუალებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა მომჩინავს, თუმცა კ. ლორთქიფანიძისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადეს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძემ და კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. კრებაზე გადაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა: სააზნაურო სკოლას გადასცეს 8 000 მანეთი, წმ. ნინოს საქალებო გიმნაზიას- 1200 მანეთი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 1000 მანეთი, სააზნაურო სკოლის ღარიბებს- 500 მანეთი, სავაჟო გიმნაზიაში მოსწავლე სამხედრო შეგირდებს- 350 მანეთი, ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 300 მანეთი. სტიპენდიის სახით ბესარიონ ღოღობერიძისა და ოლგა თეოდორის ასულზე გაიცა 1000 მანეთი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით ნაფიცი ვექილის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, რომელიც სახალხო მასწავლებლებს მიუძღვნა, კერძოდ, ზახაროვსა და კუვშინსკის, რომლებსაც ისე ეჯავრებოდათ „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, რომ სემინარიის მმართველობას არაერთხელ ააკრძალინეს ამ სახელმძღვანელოებით სწავლება.
1881
ტიპი: განათლება
1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მუსლიმებიც: იუსუფ ზია-ბეგ აბაშიძე, კესიმე ელიახანუმ აბაშიძე, შაბან ბოლქვაძე, მუსტაფა კაპალ-ოღლი, ჰუსეინ კაპალ-ოღლი, ალი-ბეგ აბაშიძე, ფაზილ-ბეგ აბაშიძე, აბიდ-ბეგ აბაშიძე, ოსმან-ბეგ აბაშიძე, ახმედ აბაშიძე და ალი აბაშიძე.
1881
ტიპი: განათლება
1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მართლმადიდებელი ბავშვები: დავით ჩიჩუა, ბეგლარ ჯაიანი, ქიშვარდი გეგენავა, ალექსი მუხუზლა, კონსტანტინე ხუხუნაშვილი, გრიგოლ ვაჭარაძე, დიმიტრი ტუღუში, მიხეილ ხუნწარია, ტიმოთე თხილაშვილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძესა და რაფიელ ერისთავს ბიბლიოთეკის მოსაწყობად და წიგნების მოსაპოვებლად პროექტის შედგენა დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს პეტერბურგის წიგნის მაღაზია „ფენუ და კორპორაციისაგან“ მიღებული წიგნების ნუსხის განხილვა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის შედგენა დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, კავთისხევის სკოლისთვისეცნობებინათ, რომ მათი მერხები მზად იყო და შეეძლოთ წაეღოთ.

