რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ სკოლას საჭირდებოდა „დედა ენა“ და რომელიმე პედაგოგიური ჟურნალი რუსულ ენაზე. მთავარ გამგეობას ღარიბთათვის დასარიგებლად უნდა გაეგზავნა თითოეული სახელმძღვანელოსა და წიგნის 15-15 ეგზემპლარიც.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 7 დეკემბერს მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ამაშუკეთის სკოლისთვის საჭირო იყო: „დედაენა“, საწერი დედნები, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, სთხოვდა, გამოეგზავნათ 7-7 ეგზემპლარი, ასევე გრიფელები და ფანქრები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწაროებელ გრიგოლ ყიფშიძეს გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნების თითო ეგზემპლარი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო დანარჩენი ზოგი დაურიგდა მოსწავლეებს, ზოგი კი დასარიგებელი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ გურჯაანის სკოლამ გამგეობისგან წიგნები ერთხელ, 1881 წლის მაისში, წინა მოადგილე კარმელოვის დროს, მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, გაუგზავნონ „დედა ენა“, „ბუნების კარი“, გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, ასპიდის დაფები გრიფელით, 17 ეგზემპლარად, რამდენი ღარიბი მოსწავლეც იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 13 დეკემბერს მასწავლებელმა პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ლუხვანოს სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“, „ვეფხისტყაოსანი“, „საღმრთო ისტორია“ ქართულ ენაზე, ასევე ნივთები: საანგარიშო, კუბიკების ყუთი და სხვა.