საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88354

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მარტში მიიღო სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება. ასევე მიიღო საკითხავი წიგნები, რომლებიც აღრიცხა ბიბლიოთეკის კატალოგში, როგორც საზოგადოებისგან შემოწირული.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო, გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილია ჭავჭავაძეს სერგეი მესხისთვის გადაეცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ წესის მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაჯის სასწავლებლის პედაგოგმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაჯის სასწავლებლის პედაგოგმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ე. ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ ბაჯის სასწავლებელში სწავლობდა 40 მოსწავლე ვაჟი, მათგან 6 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფილარეტ ბაქრაძის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ წესის სკოლაში სწავლობდა 7 მოსწავლე, მათგან 4 ვაჟი, 3 – გოგონა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, სოფელ წესის სკოლის ღარიბი მოსწავლეებისთვის გამოეგზავნათ 4 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი და 4 ეგზემპლარი „დედაენა“.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფილარეტ ბაქრაძის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ წესის სკოლის მოსწავლეთაგან ღარიბი იყო 4 ვაჟი, 1 – გოგონა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ წესის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი წიგნები: „როდნოე სლოვო“ (1-ელი ნაწილი) და „დედა ენა“, ასევე რუსული და ქართული საწერი რვეულები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაჯის სასწავლებლის მასწავლებელმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის საჭირო იყო: „როდნოე სლოვო“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიის წიგნები, „ლოცვების ახსნა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული“, „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, თითოეული აღნიშნული სახელმძღვანელოს ღარიბთათვის დასარიგებლად გამგეობას უნდა გამოეგზავნა 6-6 ეგზემპლარი, ასევე სხვა სასწავლო ნივთები: ასპიდის დაფები, კუთხედი სახაზავები, კალმები, გრიფელები, საწერი ქაღალდი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ პერევისის სკოლის მასწავლებელმა ბ. ბახტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ აბარის მასწავლებელმა ერასტი გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ბ. ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ პერევისის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“, დახაზული დაფები − 6-6 ეგზემპლარი, ასევე დახაზული ქართული და რუსული რვეულები − 13-13 ეგზემპლარი (ყველასთვის).

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ბ. ბახტაძის ცნობით, 1881 წლის 25 ნოემბრისთვის სოფელ პერევისის სკოლაში სწავლობდა 13 მოსწავლე ვაჟი, მათგან 6 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ პერევისის სკოლის მასწავლებელმა ბ. ბახტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მიმდინარე წლის მარტში ერთხელ მიიღო ქართული წიგნები, სხვა სასწავლო ნივთები არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ლეონტი ჯაშის ცნობით, 1881 წლის 25 ნოემბრისთვის სოფელ ქვატანის (აბაშა) სკოლაში სწავლობდა 80 მოსწავლე, 5 ქალი და 75 ვაჟი, მათგან დაახლოებით 25 ღარიბი და ობოლი იყო, რომელთაც სასწავლო წიგნებისა და ნივთების ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს ქვატანის (აბაშა) სკოლის მასწავლებელმა ლეონტი ჯაშმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის მარტში მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც უფასოდ დაურიგა მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ლეონტი ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ ქვატანის სკოლისთვის პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეთა მერხები, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (თარგმნილი ქართულად), ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“, „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეების ცხოვრება და სხვა ქართული წიგნები, რამდენიც შესაძლო იქნება. ასევე ღარიბთათვის შესაწირავად საჭირო იყო 30 ეგზემპლარი „დედა ენა“, 30 ცალი წერის დედანი (ჯუღელის), 30 დახაზული საწერი რვეული, 5 ცალი „ბუნების კარი“, 20 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, კალმები, ოთხკუთხიანი სახაზავები. ის გამგეობას სთხოვს, აღნიშნულ ნივთები გამოაგზავნონ არა სამაზრო სასამართლოდან, არამედ პირდაპირ, რადგან სასწავლებელი არის რკინიგზის პირას, შემდეგ მისამართზე: აბაშის სადგური, ქვატანის სკოლა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ ქვატანის (აბაშის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა ლეონტი ჯაშმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლის სახელზე არასდროს გამოგზავნილა სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები მისი მასწავლებლობისას და ასევე, არც მისი წინამოადგილეების დროს, როგორც მან გაარკვია.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 25 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად ივანე მაჩაბელი დანიშნულიყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელი ფელიპე ტეტუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ წიგნები მიიღეს და სკოლაშია, მაგრამ არ არის დაფიქსირებული მიღების დრო და თითოეული სახელმძღვანელოს რაოდენობა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელმა ფელიპე ტეტუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 30 უღარიბესი მოსწავლისათვის სჭირდებოდათ ყველა სახელმძღვანელო და სასწავლო ნივთი და გაგზავნა სთხოვა.