რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 23 ივლისს ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოსებ ოქროპირის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის პირველ აგვისტოს ვლადიმერ ჯავახიშვილმა სოფელ მარტყოფის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ლევან მელიქიშვილმა გახსნა მეხუთე არქეოლოგიური კრება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 20 აგვისტოს ჰუსეინ-ბეგ ბეჟანოვი, ჰუსეინ-ბეგ აბაშიძე, ლევან გაბუნია და ალექსანდრე ნანეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის კონცეფციის გასაცნობად ნური-ბეგ ხიმშიაშვილის სახლში შეიკრიბნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის პედაგოგმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: 5 ცალი „დედა ენა“, 2 – დ. ბაქრაძის თხზულება „წმინდა ნინო“, 2 – „გლოვა ირაკლი მეორისა“, 3 – „იგავ-არაკნი“, 2-2 „პატარა ბიბლიოთეკა“ და „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ“ (გადმოკეთებული ჯუღელის მიერ), 3 – „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, 2 ცალი გრიგოლ ორბელიანის ლექსები (მეორე გამოცემა) და „ოთხი ლექსი ვახტანგ ვახტანგის ძისა ორბელიანისა“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: „დარიგება მასწავლებელთათვის“ 2 ცალი, „სურამის ციხე“– 3, ბარათაშვილის ლექსები – 3, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“ – 3, საზოგადოების წესდებულება – 2, „ლოცვანი“ – 3, „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2 და თითო ცალი „წერის სასწავლო დედანი“, წმინდა სახარება მხედრულად, ორბელიანის თხზულება „ტრაგედია ოთხ მოქმედებად“, ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“.

