რეგისტრირებული ფაქტები88368
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 30 ნოემბერს მასწავლებელი იოსებ გულისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ რუისის სასწავლებელში შეძლების მიუხედავად ვალდებულნი იყვნენ თანაბრად გაენაწილებინათ მოწაფეებისთვის ყოველი წიგნი, თუ სასწავლო ნივთი, თუკი ჰქონდა სკოლას.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 30 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სასწავლებელი წიგნებითა და ნივთებით საკმაოდ დაკმაყოფილებული იყო, უფროს მოწაფეებს აკლდათ მხოლოდ „ბუნების კარი“, რომელიც სჭირდებოდათ 20 ეგზემპლარი, ასევე ამ რაოდენობის „იგავ-არაკები“.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 30 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რუისის სკოლამ წიგნებთან და ნივთებთან ერთად მიიღო შემდეგი ავეჯი: 10 მაგიდა თავისი სკამებით, ორი ხის საკლასო დაფა, კათედრა და ორი სკამი მასწავლებლისთვის, ერთი გრძელი სკამი და კარადა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ რუისის სკოლის მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ორჯერ, პირველად – 1879 წლის 6 ნოემბერს, მეორედ – იმავე წლის 2 დეკემბერს. წიგნები და ნივთები მიღებისთანავე ჩაიწერა სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის ჟურნალში და მოხმარდა მოსწავლეებს განურჩევლად შეძლებისა, თუ სიღარიბისა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 30 ნოემბერს მაღლაკის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მათე იესეს ძე გოგისვანიძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატ დავით რცხილაძისგან მიღებულ წერილს თან ერთვოდა გამგეობისგან აპრილში გამოგზავნილი წიგნების სია: წმინდა სახარება – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, პლ. იოსელიანის „პირველ დაწყებითნი კანონნი ქართულის ღრამატიკისა“ – 1, „იგავ-არაკნი გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 2, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, ივანე როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“, წიგნი პირველი – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, გოგებაშვილის „დედა ენა“ – 5, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო ანუ თავდადება ქართველთა“ – 1, ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი, ისტორიული მოთხრობა“ – 1, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, „ლოცვანი“ – 3, ანთ. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყრმათათვის“ – 2, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, „არსენას ლექსი“ – 1, ავენაროესის „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, იოსებ დავითაშვილის „სტვირი“ – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ თარგმნილი რუსულიდან ბარბარე თუმანიშვილისაგან – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი თ. რაფიელ ერისთავისაგან“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 1.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო კისისხევისა და ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატ დავით რცხილაძის ცნობა, რომ სკოლას აწუხებდა უქონლობა შემდეგი ნივთებისა: სკოლის ავეჯი მოსწავლეთათვის, მცენარეთა და ცხოველთა სურათები, საქართველოს რუკა, დედამიწის სფერო, 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ და სხვადასხვა საკითხავი წიგნები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.

