რეგისტრირებული ფაქტები88368
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლის 33 მოსწავლიდან დაახლოებით მეოთხედი ღარიბი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 დეკემბრისთვის, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლაში 33 მოსწავლე სწავლობდა, ყველა ვაჟი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებს, რომ სოფელ სხვავის სკოლაში იმდენად ღარიბი მოსწავლეები არ იყვნენ, რომ ვერ შეეძინათ დამოუკიდებლად სასწავლო ნივთები, თუკი სკოლაში გასაყიდად იქნებოდა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სხვავის სკოლისთვის სთხოვდა შემდეგ სახელმძღვანელო წიგნებს: ჯუღელის „სასწავლო წერის დედანი“, არითმეტიკული კრებულები, ლოცვების სასწავლო წიგნი, ასევე შემდეგ ნივთებს: სახატავი რვეულები, მოძრავი ანბანი ქართული და რუსული ენებისა, სურათები ისტორიის სასწავლებლად და ახალი ქართული წიგნები, რამდენის საშუალებაც იქნებოდა, თუნდაც 72 წელს გამოცემული.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ნიგოითის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“ – 10 ეგზემპლარი, „ბუნების კარი“ – 8, „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა“ (თარგმნილი გრ. დიდებულიძის მიერ) − 13.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს სოფ. ნიგოითის სასწავლებლის პედაგოგმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მარტში ერთხელ მიიღო სახელმძღვანელოები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, ასევე წიგნები ბიბლიოთეკისათვის. არ მიუღიათ ასპიდის დაფები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ დირექტორის განკარგულებით 1881 წლის 15 ნოემბრიდან განაწესეს თანამდებობაზე, ამიტომ მან არ იცოდა, გამგეობის მიერ გაგზავნილი წიგნები სკილამ მიიღო თუ არა, რადგან არც სკოლის საქმეებში ჩანდა, არც შენიშვნების ჟურნალში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მოახსენა, რომ სოფელ აკეთის წინა მასწავლებელი სასწავლებლად შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში 1881 წლის 2 ოქტომბერს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ 84 მოსწავლიდან ღარიბი იყო 2 ქალი და 25 ვაჟი, მათ საკუთარი სახსრებით არ შეეძლოთ წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების შეძენა.

