საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88368

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1905 წლებში ანტონ გიორგის ძე კანდელაკი ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს მათე მარკოზის ძე კალაძე ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს იღუმენი ნიკიფორე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს დანიელ ახვლედიანი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის გაზეთ „ივერიის“ №9-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედ-უკუღმართი ჯალაბობა“.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთავრა ბარალეთის სკოლა.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს დარსკი იყო თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს პავლე კატანიანცი იყო თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში დავით გურგენიძე სჯულის მასწავლებელი იყო ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ნიკოლოზ ლიხაჩოვის ოჯახში ცხოვრობდა.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი დაუახლოვდა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში ნიკოლოზ ლიხაჩოვი იყო მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იყო მიმზიდველი გარეგნობის, ტკბილმოუბარი, მუდამ პირმომცინარი კაცი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი პავლე კატანიანცი იყო ჭკვიანი და პედაგოგიური უნარებით დაჯილდოებული პიროვნება.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, სენატორი კირილე იანოვსკი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში კირილე იანოვსკი იყო კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში კირილე იანოვსკი იყო სენატორი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკის სტუმრობა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეებს ყოველთვის უხაროდათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ დარსკის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ყოველი სტუმრობისას მოწაფეთათვის სასარგებლო წიგნები და ბროშურები მიჰქონდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ნიკოლაი დარსკი ნიკოლოზის სახ. ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სტუმრობისას მამა-შვილური მზრუნველობით ესაუბრებოდა მოზარდებს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ესტუმრა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ვასილ კოპტონაშვილის კლასში სამამულო ისტორიის გაკვეთილს დაესწრო.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი.