რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ფოტოატელიეს გამგემ, ვასილ როინაშვილმა თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, რომელიც 1-ელი თებერვლიდან შეუდგა თანამდებობის შესრულებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილ საზოგადოების მუშაობის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შემოწმება ივანე რატიშვილსა და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ მომზადებული საზოგადოების წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის, 88 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ელენე ანტონოვსკისთვის იოანე ბატონიშვილის სამეცნიერო ლექსიკონის გადაწერის თანხის, 7 მანეთის, გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ჭიჭინაძისთვის მისი წიგნების თანხის, 15 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მღვდელი ვასილ კარბელაშვილი მსახურობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში კონსტანტინე თავართქილაძისთვის 20 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ლავრენტი აგლაძისთვის თონეთის სკოლის საორგანიზაციო საკითხების თანხის, 2 მანეთის, გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ტატიშვილისთვის პუშკინის თხზულებების დასაბეჭდად 15 მანეთის გადაცემის შესახებ.