საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 16 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „დიდი ოჯახი დაგვერღვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 მარტს ზაქარია ჭიჭინაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძეს შეესყიდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 18 მარტს დავით ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 მარტის გაზეთ „დროებაში“ დავით სოსლანის ფსევდონიმით დავით კეზელის სტატია „საკვირაო მასლაათი: კისრული“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დრამატული საზოგადოების ახალი დასი შეადგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 მარტის დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადებით, მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად ილია ჭავჭავაძისთვის და კონსტანტინე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 27 მარტის გაზეთ „დროებაში“ და „შრომაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 4 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ხიზნების მდგომარეობა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „უცხოეთში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 აპრილს ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა პაოლო ჯაკომეტის ხუთმოქმედებიანი დრამა „დამნაშავის ოჯახი“ წარმოადგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურდა შენობის გაქირავება.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძე სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს შეხვდა და მისცა რჩევები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა ანდრია ღულაძის სტატია „სკოლა და კომიტეტი“. ავტორი წუხდა, რომ საზოგადოებრივ სკოლებს, რომელთაც მართავდა კომიტეტი, მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ, მათ შორის სასწავლო პროცესში, რაც აფერხებდა სკოლის განვითარებას.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) დაბეჭდილ ანდრია ღულაძის სტატიაში „სკოლა და კომიტეტი“ ნათქვამია, რომ სკოლის სასწავლო პროცესის მართვა არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სხვადასხვა მმართველობაზე, რომ „კომიტეტების მოვალეობა უნდა ყოფილიყო მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, და არა მიზნის მიღწევის საშუალება“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ეგნატე იოსელიანის წერილი გრიგოლ ორბელიანი, რომელშიც ავტორი ორბელიანს, როგორც პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს განიხილავდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4) დაიბეჭდა ანდრია ღულაძის სტატია „სკოლა და კომიტეტი“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ არსებობდა 2 ტიპის სკოლა: მთავრობის მმართველობის ქვეშ და სკოლები, რომლებიც საზოგადოების მზრუნველობისა და ზედამხედველობის ქვეშ იყო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4) დაიბეჭდა ან. ღულაძის სტატია „სკოლა და კომიტეტი“, რომელშიც ავტორი წერდა: „პედაგოგი უნდა იყოს მოწოდებით და ის არ უნდა მიისწრაფვოდეს ჯამაგირისკენ“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ანგარიში თავად-აზნაურთა კრებისა, რომელზეც გაიმართა კამათი სესხის გაცემის პირობებთან დაკავშირებით.