საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86238

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის უმაღლესი განკარგულება. განკარგულების თანახმად, კავკასიაში ქოლერასთან საბრძოლველად მივლენილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ზაკრევსკის ფუნქციებს დროებით შეასრულებდა სახელმწიფო საბჭოს წევრი, საიდუმლო მრჩეველი თედორე ივანეს ძე ენგელი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის უმაღლესი განკარგულება. განკარგულების თანახმად, საჭიროდ ჩაითვალა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიაში მივლენა იმ მხარეში გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორი იყო სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ქართული ბატალიონის გარდაცვლილი მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი გარნიზონში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის გარდაცვლილი შტაბს-კაპიტანი შანშიევი კავალერიაში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1830 წელს სომხეთის ოლქის უფროსი იყო ვასილ იოსების ძე ბებუთოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 2 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ქეშელთის ხეობის ყაჩაღთა მეთაურის, აკა კობისაშვილის ტყვეობაში იმყოფებოდა ექვსი ჯარისკაცი იმერეთიდან. აქედან სამი მოუკლავთ, ერთი კი, ცოცხალ-მკვდარი უპოვიათ რუსებს და გადაურჩენიათ. დანარჩენი ორი კობისაშვილს მიუყვანია რუსთა ბანაკში.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1830 წელს ქეშელთის ხეობაში რუსთა რაზმს მეთაურობდა გენერალ-მაიორი ვასილ იაკობის ძე რენენკამპფი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 2 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წლის 29 ივნისს ქეშელთის ხეობაში, დაბა დოდონიასთან დაბანაკებულ რუსთა რაზმს ეწვია ქეშელთის ხეობის ყაჩაღთა მეთაური აკა კობისაშვილი, რომელიც რუსთა მეთაურს, გენერალ-მაიორ რენენკამპფს ჩაბარდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1830 წელს სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე და მაიორი ვახტანგ ერისთავი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ სიკო კორზაევი, მაიორი ლევან ჩიჩუა და პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ იმერეთის ლაშქარში მსახურობდნენ პოლკოვნიკი სეხნია დავითის ძე წულუკიძე და პოდპორუჩიკები – დავით აგიაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ იმერეთის ლაშქარში მსახურობდნენ პოდპორუჩიკები: სიმონ ასიაშვილი და გიორგი ჩიჯავაძე,

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები: დიმიტრი ერისთავი, ალექსანდრე მაჭუტაძე, გიორგი და ვახუშტი ნაკაშიძეეები.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები მამუკა თუღუნოვი და გიორგი გურიელი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულების მიხედვით, პორუჩიკი დადიანი სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის პოდპორუჩიკი მელიქოვი აღარ ირიცხებოდა ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ იმერეთის ლაშქრის პოდპორუჩიკები: სიმონ ასიაშვილი, გიორგი ჩიჯავაძე, დავით აგიაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ სამეგრელოს ლაშქრის პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ გურიის ლაშქრის პრაპორშჩიკები მამუკა თუღუნოვი და გიორგი გურიელი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: სამეგრელოს ლაშქრის პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი, იმავე ლაშქარში მომსახურე სიკო კორზაევი, გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: სამეგრელოს ლაშქრის მაიორი ლევან ჩიჩუა, გურიის ლაშქრის მაიორი ვახტანგ ერისთავი, იმერეთის ლაშქრის პოლკოვნიკი სეხნია დავითის ძე წულუკიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულება, რომლის მიხედვით კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ორდენის კავალრის წოდებები მიუნიჭებია თავისი გამორჩეული ჯარისკაცებისათვის.