რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ კელენჯერიძის თხოვნა, რომ გამოეცათ მისი „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოებას მოახსენა, რომ იმავე წლის პირველ მაისს ტირაჟში გამოვიდა სახელმწიფო საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის მომგებიანი ფურცელი N8933/19.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო რაზიკაშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიკავკაზის სკოლის მასწავლებლის თხოვნა 94 მანეთის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ხელთუბნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა, თედო რაზიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად დარჩებოდა, თუ საზოგადოება ხელფასს გადაუხდიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 72 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისის ოქმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება საზოგადოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 4 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს გამართულ მე-18 სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძის თანხმობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა 250.11 მანეთი გასცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის მოხსენება სკოლის გამგისა და კომიტეტის მდივნის არჩევის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ როინაშვილის თხოვნა შვილებისთვის სტიპენდიის მომატების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს გიორგი იოსელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისი ნათარგმნი „ალექსანდრე მაკედონელის“ მოწონების შემთხვევაში წიგნის პირველი ეგზემპლარი და ხუთი თუმანი გადაეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის წარდგენილი 142-ე ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გიორგი იოსელიანის მოხსენება განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ხახანაშვილის წინადადება, „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ ჰონორარი – 300 მანეთი საზოგადოების საწევრო გადასახადად შეეტანათ და ალექსანდრე ხახანაშვილი დამფუძნებელ წევრად ჩაერიცხათ. გამგეობა დასთანხმდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დანიშნეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხოლო კომიტეტის მდივნად – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 100 მანეთი მისცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაკრძალვიდან შემონახული ვერცხლის გვირგვინი გაეყიდათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება პეტრე სურგულაძის მიერ თარგმნილი წიგნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.