რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან წერილი და ქართული თეატრალური დასისთვის 1700 მანეთი მიიღო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს სტუდენტები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესტუმრნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხაკო მღვდლიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პეტერბურგში, ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი ვასილ მაჩაბელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესანახად გამოატანეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ჟურნალ „ნობათში“ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები დაიბეჭდა, რომელიც ჩაწერა რომანოზ ძამსაშვილმა.
1884
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 1884 წელს გარდაიცვალა მოსკოვის არქელოგიური საზოგადოების თავმჯდომარე ალექსეი უვაროვი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1890 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე მუხლის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1890 წლებში მიხეილ ზაქარიას ძე სხირტლაძე იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლამდე ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს მელიქიშვილის სტამბაში დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „გიორგი ერისთავის ცხოვრება“.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნიკო ლომოური გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად მსახურობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ანასტასია თუმანიშვილმა თავის მამულში, ხელთუბანში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით სკოლა გახსნა.

