საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ივანე მიქაბერიძე, პეტრე შავდია, სერგო ძოძუაშვილი, ოთარ ასლანიშვილი, ბიძინა ამაშუკელი, დავით ანჯაფარიძე, ილია აბრამიშვილი, გრიგოლ ბაბუნაშვილი და ვარლამ ბიბილეიშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ალექსანდრე ქვარიანი, დიმიტრი ქოჩაკიძე, მიხეილ ყურაშვილი, გიორგი ჩიხლაძე, იოანე ჩხეიძე, მიხეილ ჭითავა და ანდრია ჭუმბურიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილისა და ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ არჩილ ჯორჯაძეს 50 მანეთი გადასცა, ლუკა რაზიკაშვილს – 30 და ნიკოლოზ კურდღელაშვილს – 20.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ჯორჯაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: სერგო ნატრიაშვილი, კირილე სალდაძე, გიორგი სულაბერიძე, ალექსანდრე ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ ფოჩხუა და გიორგი ფურცელაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შევიდა 1063. 75 მანეთი და დაიხარჯა – 1029. 55.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ამბროსი კვიცარიძე, დავით კაკიტელაშვილი, პავლე ლილუაშვილი, პავლე ლობჟანიძე, შალვა მანაგაძე, ვარლამ მარგველაშვილი, სიმონ მხეიძე.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ალექსანდრე გალიევი, აკაკი ვაჩიბერიძე, დავით თეოფილეს ძე ზვიადაძე, დავით თომას ძე ზვიადაძე, კირილე ბარათაშვილი, აბრაამ თოფჩიშვილი, დავით იაშვილი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღათია წერეთელი ვლადიკავკაზის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის იანვარში ანასტასია ვახვახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟურნალ-გაზეთების დამრიგებელი ჯგუფისთვის ფინანსური დახმარება სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ვლადიმერ ცხომელიძე, შალვა ჯინჭარაძე, დავით ჯიშიაშვილი, ისააკ ჯიმშელაშვილი, სიმონ ჯურხაძე, კონსტანტინე ჯურხაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ანჯელო ანდრეოლეტის ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის ქვისა და მარმარილოს სამუშაოები 1 300 მანეთის საფასურად უნდა შეესრულებინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბრის რუსულ ენაზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოვალეობები ილიას საფლავის ძეგლის აგებასთან დაკავშირებით, დართული ჰქონდა წერილი, რომლის მიხედვითაც 6 ნოემბერს გამგეობის სხდომაზე იწვევდნენ ძეგლის შემფასებელი კომისიის წევრებს. ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ფ. რიჟინაშვილი, შალვა სვანიძე, ლევან სვანიშვილი, გრიგოლ შველიძე, შალვა ცაგარეიშვილი, პავლე ცხადაძე, შალვა წიქორიძე.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ნოემბერს შედგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს მამადავითის მთაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5800 მანეთი ასეთი თანმიმდევრობით: 2000 მანეთი – პარიზში გასამგზავრებლად და მუშაობის დასაწყებად, 1500 – ქალის ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელად (მანამდე კომისიამ უნდა შეეფასებინა ფოტოესკიზები), 1200 – სამუშაოს დასრულების, ანუ საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ. რუსულენოვან დოკუმენტს ხელი მოაწერა იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ჟურნალ „განათლების“ დახმარების შესახებ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილებაში „დედა ენა“ მთლიანად ჰქონდათ გავლილი. კლასში კითხულობდნენ პატარ-პატარა მოთხრობებს, ზღაპრებს და იგავ-არაკებს. ამასთანავე მოსწავლეები ჰყვებოდნენ შინ მოსმენილ ზღაპრებს. მათ საგანი კარგად ჰქონდათ ათვისებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლისთვის აშენებული ქვითკირის შენობა მასწავლებლებმა საცხოვრებლად გადააკეთეს, რის გამოც სკოლას არ ჰქონდა სასწავლო გარემოსთვის შესაფერისი შენობა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის II განყოფილების მოსწავლეებმა ყველაზე კარგად რუსული ენა აითვისეს. ისინი კარგად კითხულობდნენ და ბევრი რუსული სიტყვა იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის სხვა განყოფილებებთან შედარებით ყველაზე კარგად I განყოფილებაში სწავლობდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.