რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 30 იანვარს დავით ღამბაშიძე ქუთაისში საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის კრებას თავმჯდომარეობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ზ. ბარძემიშვილმა ქუთაისის სატუსაღოს წიგნები და კარადა შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ი. სულაქველიძე ფოთში ყვავილით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობდა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის თებერვალში მალაქია კუპრეიშვილი, ექვთიმე კლარჯიაშვილი, ტაღა გოგინავა, გარსევან სიჭინავა და პეტრე გაგულია ფალკენ გაგენისა და მისი თანამგზავრის გაძარცვისა და დაჭრისთვის დააპატიმრეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ივ. ფითოევი პეტერბურგსა და მოსკოვში საგაზაფხულო და საზამთრო სეზონებისთვის ოპერისა და დრამის არტისტების მოსაწვევად გაემგზავრა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის თებერვალში ქუთაისის სკოლის პედაგოგი ექვთიმე ივანეს ძე ჭალაკანიძე გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ვლადიმერ სუმბათაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საქმის განხილვა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ფილიმონ ქორიძეს საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტმა ფსალმუნების ნოტებზე გადატანა სთხოვა. ორ წელიწადში მას 400 ნომერი უნდა შეექმნა და დაეცვა გურული საგალობლების მრავალფეროვნება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისიდან თიანეთში ჯარისთვის საბანაკო ადგილის შესარჩევად გაემგზავრნენ სამხედროები: ტროცკი, გალიფევი, ზაქარია გულბათის ძე ჭავჭავაძე და ივანე გივის ძე ამილახვარი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველ თებერვალს საჩხერეში სადიკო წერეთლის თაოსნობით ქუთაისის უფასო საქალებო სკოლის სასარგებლოდ სპექტაკლი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში, თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიასა და ნიკოლოზ მინგრელსკის საქმეს თავმჯდომარე იაკობ რაშეტი და წევრები ვ. სმიტენი და მიხეილ კრივეცკი განიხილავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკისა და ვასილ გეგელიას საქმეზე ექსპერტებად მიწვეულნი იყვნენ დიმიტრი ბაქრაძე, რაფიელ ერისთავი და ივანე მაჩაბელი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში გარბოვსკი თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკის მიმდინარე საქმეზე ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თუმანიშვილი და ყარაბეგოვი თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიას მიმდინარე საქმეზე ადვოკატები იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიასა და ნიკოლოზ მინგრელსკის საქმე განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში კადინს ოზურგეთის სასწავლებლის მოსწავლეებისთვის აბრეშუმის მოყვანა უნდა ესწავლებინა.