საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, კ. პლიუშჩევსკი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ვლადიმერ სუმბათაშვილის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 თებერვალს ვარვარა ზარუდნაიასა და ვლადიმერ ოპოჩინინის მონაწილეობით პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულ ღარიბ მოსწავლეთათვის საზაფხულო თეატრში კონცერტი გაიმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, ბრონიცკი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, თ. ბებუთოვი სასამართლო პალატის წევრი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, კონდრატოვიჩი სასამართლო პალატის წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ ჟურნალ „ნობათის“ ხუთი ეგზემპლარი გამოეწერათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ სენაკის მაზრის სოფელ გულეიკარის სკოლისთვის სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ყოფილ სტიპენდიატს შეახსენეს, რომ ყოველთვიური შემოსავლიდან ნაწილი უნდა გადაედო და მის დაფინანსებაზე დახარჯული თანხა საზოგადოებისთვის ნელ-ნელა დაებრუნებინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 თებერვლის „დროებაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ქართული წერის დედანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 თებერვლის „დროებაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ელენე ანდრონიკაშვილი აღნიშნავდა, რომ ის ვალერიან გუნიას მიერ დადგმულ კონცერტში არ მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 თებერვალს გუსტავ მალევსკი ქუთაისის აგარაკს ყიდდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 14 თებერვლამდე ნიკოლოზ ჩარკვიანი სენაკის მაზრის ხაზინადარი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ დავითის ძე ჩარკვიანი ქუთაისის სამაზრო ხაზინის ხელმძღვანელად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვალერიან გუნია აღნიშნავდა, რომ მის მიერ დადგმულ კონცერტში მონაწილეობაზე ელენე ანდრონიკაშვილმა სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, თუმცა შემდეგ გაზეთის საშუალებით ეს უარყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 თებერვლის „დროებაში“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შესახებ კონსტანტინე ბაქრაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, სლუგოცკი ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 თებერვლის „დროებაში“ ვანო ათაბაგის საინფორმაციო განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვალს თბილისის კლუბში ვარვარა ზარუდნაიას, კ. გორსკის და გ. ალექსეევ-მესხიევის მონაწილეობით ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, არუთინიანი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას იმორიგევებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვალს ელენე ანდრონიკაშვილის ინიციატივით თბილისის რეალური სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი მარტში თბილისში ვიზიტს აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ გიორგი ნიჟარაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ ა. გურულის სტატია „დაბა ჩოხატაური“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ ვანო ათაბაგის სტატია „ახალციხე“ დაიბეჭდა.