რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს პ. ვოსკრესენსკი თბილისის გამსესხებელ-შემნახველი სალაროს ხაზინადრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ნ. ნაზაროვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველი სალაროს სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ტ. კუზმინი თბილისის გამსესხებელ-შემნახველი სალაროს მმართველად დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ი. ტიგრანოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველი სალაროს მმართველად დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ახშარუმოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს ხაზინადრის მოადგილედ დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ტერ-სარქისოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს ხაზინადრის მოადგილედ დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს პაპიტოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ბაგატუროვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს მმართველად დაინიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 თებერვალს სოფელ ქვეშეთის პრისტავმა ბერიძემ მლეთაში თბილისიდან გამოქცეული 3 ავაზაკი დაიჭირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 თებერვალს ვიქტორ გეევსკი კარდენახში ვენახის შესამოწმებლად ჩავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის თანამშრომლებს ხელფასი გაუგზავნა, მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს 66. 66 მანეთი, ხოჯას – 20 და მოსამსახურეს – 10, სულ 96. 66 მანეთი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ დადიანის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შემოწირული ქართული ხელნაწერების, ასევე მამისეული მდიდარი ბიბლიოთეკის აღწერა და თბილისში ჩამოტანა ევალებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიას, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით დაიბეჭდებოდა, წილოსნის მიერ შედგენილ რუკებს დაურთავდნენ.