საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82598

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის წერილი იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის პოლემიკის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის საქმეს დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და ვასილ ყიფიანი მედიატორობდნენ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილმა ქართული მოძრავი ასოები შეადგინა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილი პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, რაჟდენ ჯაჯანაშვილმა „საარითმეტიკო ნარკვევი“ შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდური სახელმძღვანელო შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 მარტს ცხინვალში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი და ალექსანდრე ჩოფიკაშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანი „სამეგრელო გუშინ“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მარტს თბილისის სამსჯავრო პალატაში ივანე მაჭავარიანის საქმე განიხილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვის სახლის დაწვის გამო, საგუბერნიომ და გლეხთა საქმეთა სამმართველომ საქმეთა წარმოება დროებით შეწყვიტა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 11 მარტს დიმიტრი სტაროსელსკის სახელზე საგურამოს თადეოზის სახელობის საყდარში წირვას ჩაატარებდნენ.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 10 მარტის „დროების“ ცნობით, ბარბარე ორბელიანის სახელზე 11 მარტს მცხეთის ტაძარში წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 მარტის „დროებაში“ სამსონ ნასარიძის ლექსი „მუშური“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანის „სამეგრელო გუშინ“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ახპეტელიანცის რედაქტორობითა და ზაქარია ჭიჭინაძის წინასიტყვაობით მოთხრობა „ვარშაყიანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, სომხეთა ნაციონალურმა კრებამ მელქისედეკ მურადიანი ეჩმიაძინის საპატრიარქო ტახტის კანდიდატად აირჩია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, სომხეთა ნაციონალურმა კრებამ მკრტიჩ ხრიმიანი ეჩმიაძინის საპატრიარქო ტახტის კანდიდატად აირჩია.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ბარონ სუტნერმა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე თარგმნა დაასრულა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ინჟინერმა მასკელმა თბილისში წყლის გაყვანის პროექტი დაასრულა და საფრანგეთში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძეს უფლება მისცეს „სალიტერატურო-თეატრალური-მხატვრობითი“ ჟურნალი დაებეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანი „სამეგრელო გუშინ“ მეხუთე და მეექვსე ნაწილები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ კუჩაევმა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების საგლეხო საქმეთა სამმართველოსა და ადგილობრივი მემემულეების აზრის გათვალისწინებით შეადგინა პროექტი ხიზნების მდგომარების შესახებ, რომელიც მთავარმმართებლის საბჭოში უნდა განეხილათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მარტს ზელიონიმ გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ავღანეთის შესახებ რეფერატი წაიკითხა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანი „სამეგრელო გუშინ“ მეშვიდე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 მარტის „დროებაში“ ქართული დრამატული დასის წარმოდგენების განრიგის შესახებ ვასილ აბაშიძის განცხადება დაიბეჭდა.