საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82599

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მარტს კონდრატენკომ საგეოგრაფიო კრებაზე თავისი ნამუშევრები წარმოადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, მ. მაჭავარიანმა წმ. იოანე-ოქროპირის ლიტურგია ქართულიდან მეგრულ ენაზე გადათარგმნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ ქართულიდან მეგრულ ენაზე საეკლესიო წიგნების გადათარგმნის შესახებ დიმიტრი ფურცელაძის ცნობები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ პარმენ ცახელის ნაწარმოები „სიზმარი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ მეტეხის სკოლის შესახებ ს. უტურაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. უტურაშვილი მეტეხის სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. თ. ანდრონიკოვი სიღნაღის მაზრის მომრიგებელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ზელიონი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, კონდრატენკო ფოტოგრაფი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს სოფელ კახში გიორგი ჯანაშვილის ოჯახში დაიბადა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 მარტის „დროებაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ზოგიერთი შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ მ. ქართველიშვილის სტატია „ზოგიერთი შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ კახური ღვინოების გაყიდვის შესახებ სოლომონ კურდღელაშვილის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ვასილ მაჩაბელის წერილი რედაქციისადმი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის საკრედიტო საზოგადოების სარევიზიო კომისიაში ფინანსთა მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის სახელმიწფო ბანკის კონტროლიორი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ასოები თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა მოიწონა და სკოლებში დასარიგებლად გრიგოლ ჩარკვიანისგან შეიძინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ სმირნოვის რეფერატის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, გორში, ივ. ბარამოვის წიგნის მაღაზიაში, ქართული წიგნები იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, რაჭაში ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის, ეფრემ შარაშიძისა და ალექსანდრე გელოვანის დახმარებით არსებობდა.