საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ ანტონოვიჩის მიერ თარგმნილი გეოგრაფიის, ქიმიის, ასტრონომიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკის სახელმძღვანელოები საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების შემოსავალი 1883-84 საანგარიშო წელს 3719 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების გასავალი 1883-84 საანგარიშო წელს 3918 მანეთსა და 16 კაპიკს შეადგენდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდილ დ. ბაქრაძის წერილიში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“, ავტორი აღნიშნავს, რომ 1822 წელს პარიზში დაარსებულმა „აზიურმა საზოგადოებამ“ და მისმა მკვლევარებმა ანტუან სენ-მარტინმა და მარი ბროსემ ქართული ისტორიული წყაროების ავთენტურობის დასადგენად დიდი შრომა გასწიეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდილ დ. ბაქრაძის წერილში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“ ავტორი აკრიტიკებს რუს მეცნიერს პატკანოვს, რომელიც უგულებელყოფდა საქართველოს ისტორიას.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაბეჭდილ დიმიტრი ბაქრაძის წერილში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“, აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე გამოვიდა ფრანგი მეცნიერის, ლანგლუას წიგნი „ქართული ნუმიზმატიკის მიმოხილვა.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N7-8) რუბრიკაში „შენიშვნები ჩვენს ცხოვრებასა და ლიტერატურაზე“ განხილული იყო რუსულ გაზეთებში, „კავკაზი“ და „ახალი მიმოხილვა“ დაბეჭდილი ორი წერილი, რომლებშიც სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს სამხედრო წყობილების შესახებ თათარყან დადეშქელიანის მიერ 1883 წლის N10 ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 ივლისს თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა გუბერნატორისგან ითხოვა ნებართვა ილია ჭავჭავაძეზე, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პიროვნებაზე, ფარული მეთვალყურეობის დასაწესებლად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ რამაზ ანდრონიკაშვილისგან მიიღო ბარათი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნის ქარვასლის შეძენასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის მეთვალყურეობის დაწესების შესახებ ბრძანება გასცა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 23 ივლისს დავით ერისთავმა კისლოვოდსკიდან პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძეს გრიგოლ არწრუნის ქარვასლასთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 27 ივლისს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სკოლას უგზავნიდა შემდეგ სასწავლო წიგნებსა და ნივთებს: „კუნწულას“, „ხომლს“, 3 ცალ „დარიგებას“, 3 დავთარს, 36 ფანქარს, მუყაოს სურათებს და ცარცს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს აცნობა, რომ პირველი იანვრიდან სკოლა ქართულ საყმაწვილო ჟურნალ „ნობათს“ მიიღებდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 ივლისს ცენზურამ გასცა „ვისრამიანის“ დაბეჭდვის ნებართვა. ტექსტს პეტრე უმიკაშვილისა და ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა უძღოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 31 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით მოახსენა გუბერნატორს, რომ ილია ჭავჭავაძე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საგურამოში და ამის შესახებ დუშეთის მაზრის უფროსი ინფორმირებული იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სენაკის სკოლის გახსნასა და მის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის დანიშვნის შესახებ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 8 აგვისტოს ილია ოქრომჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოსკოვის აგენტობაზე უარი უთხრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. ურბნელის ფსევდონიმით ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება ნიკოლოზ ურბნელის ფსევდონიმით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვისრამიანის“ რედაქტორებს ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და პეტრე უმიკაშვილს განზრახული ჰქონდათ გამოეცათ ძველი ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „ამირან-დარეჯანიანი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 17 აგვისტოს სურამში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე სხვა დადგმებთან ერთად ითამაშეს ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, რომელშიც გლახა ჭრიაშვილის როლს არაჩვეულებრივად ასრულებდა სოფრომ მგალობლიშვილი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის პირველი სექტემბრიდან სპირიდონ გაბელაშვილი გორის ერთკლასიანი სასოფლო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სოფელ ბურნათში სკოლის გახსნის განზრახვასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის პირველ სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილი კვლავ დაინიშნა თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე.