რეგისტრირებული ფაქტები82671
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, რაფიელ ყაზბეგმა მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა შექმნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აპრილს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ვოდევილი „ბნელ ოთახში“ მარიამ საფაროვ-აბაშიძისას, ელენე ანდრონიკაშვილის, ნატალია ტარიელოვისას, დავით აწყურელის, კოტე მესხის და სხვ. მონაწილეობით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, 21 აპრილს ქართული დრამატული დასი აკაკი წერეთლის თხზულება „კინტოს“ სამმოქმედებად წარმოადგენდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილის განცხადებით, 25 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის საზოგადო კრება გაიმართებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ვრასკ გალკინი რუსეთიდან თბილისში ციხეების დასათვალიერებლად ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აპრილს ბათუმში მაკრინე ღლონტისა და სვიმონ ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა, რისთვისაც მათ მოსე ნათაძემ დიდი მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აპრილს მაკრინე ღლონტის თაოსნობით ბათუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სპექტაკლი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ფ. ა. შიმანოვსკი თერგსა და დაღესტანში მეოთხე საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აპრილის „დროებაში“ გორის მაზრის ყრილობაზე კონსტანტინე შალიკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი სოხუმში პირველ საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.