რეგისტრირებული ფაქტები82832
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე დგებუაძეს, პავლე დადვაძეს, ვარლამ იმნაძეს, მიხეილ მირზაშვილს, ვასილ რცხილაძეს, გერონტი ქიქოძეს, ლაზარე შურღაიას, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელ. ჯიჯავაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან 25-25 მანეთი გაეგზავნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გოგოთურ ჭინჭარაულის თხოვნა, მის ობოლ ძმისშვილ გრიგოლს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იასონ პავლეს ძე მოსაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა ოდესაში ეკატერინე ყარამანის ასულ პეტრიაშვილისათვის გადასაცემად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 აგვისტოს ეკატერინე ყარამანის ასულმა პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გარდაცვლილი მეუღლის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ბიბლიოთეკა შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო მარს წიგნებზე მუშაობისთვის 3.84 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე დემუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 25 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოლომონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სკოლების რევიზიის შესახებ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.