რეგისტრირებული ფაქტები82814
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, გალკინ-ვრასკი საპატიმროების დირექტორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ს. დვალის ბოროტმოქმედების შესახებ გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთელი სურათებიანი ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვას პეტერბურგიდან ელოდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 ივლისს ბარბარე ბარათაშვილისა და ელიზბარ გუგუშვილის თაოსნობით თიანეთში ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა ლექსი, რომელიც გიგო ავალიშვილს მიუძღვნეს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, ალენიკოვი რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, დაიბეჭდა ნიკოლოზ გამრეკელის ნაშრომი „საქართველოს სიძველენი“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იასე სულხანოვმა გორის მაზრის მმართველობაზე უარი განაცხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.