რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ 22 აპრილს მ. ი. ღლონტისა და ს. დ. ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ გამართული სპექტაკლის შემოსავალი 244. 76 მანეთი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქაიხოსრო გელოვანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას მიიღებდნენ: დესპინე შარვაშიძე, ნინა ერისთავი-გელოვანისა, ოსანა გელოვანისა, ვარლამ დავითის ძე გაბიჩვაძე, ბარბარე გამრეკელი და სხვ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ანტონოვი სოფელ ხეთის ფოსტის ზედამხედველი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გიორგი ერისთავის მიერ სოხუმიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე ვახტანგ ორბელიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე თამადად რაფიელ ერისთავი აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ ხეთის ფოსტის ზედამხედველ მიხეილ ანტონოვის შესახებ პედაგოგ ფარნაოზ ფიჩხავას წერილი დაიბეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ფარნაოზ ფიჩხავა ხეთის სკოლის პედაგოგი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისს აკლიმატიზაციურ ბაღში ვიქტორ გეევსკიმ დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით აუხსნა თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ გოგირდი მცენარეების შესაწამლად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართული ნადიმის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ელ. ბარიატინსკისა ალექსანდრე ბარიატინსკის მეუღლე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ელ. ბარიატინსკისამ თბილისის თავდაზნაურობას ერეკლე მეფის ის თოფი შესწირა, რომელიც თავადაზნაურობამ მის განსვენებულ ქმარს მთავარმმართებლობის დროს საჩუქრად გადასცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა „ვეფხისტყაოსნის“ ოპერად გადაკეთება განიზრახა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობისთვის ქაიხოსრო გელოვანმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ნინა ერისთავ-გელოვანისას, ოსანა გელოვანისას, იასონ ჩიქოვანს, იასონ გელოვანს, მელიტონ და დისიონ ახვლედიანებს, ლევან ჩხოტუას, სეტო გელოვანისას და ლ. გელოვანისას.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 მაისს ქართული თეატრი გამართავდა წარმოდგენას „რომანი ღარიბი ყმაწვილი კაცისა“ ბარბარე კორინთელის მონაწილეობით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 14 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლის, დავით სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ ნადიმში მიიღო მონაწილეობა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ მოსწავლეებს საზოგადო წლიური გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც მშობლები, ნათესავები, ქართველი და მაჰმადიანი საზოგადოების საპატიო წევრები ესწრებოდნენ.

