რეგისტრირებული ფაქტები82671
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სოლომონ შოშიევს ავლაბარში ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ გამოიცა.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზია ზუბალოვის სახლში გადაიტანეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის თამბაქოს ქარხანაში მომუშავე ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო ჩარჩი გარდაცვლილი იპოვეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერმა ფოსტაზე თავდამსხმელთაგან ერთი მოკლა, მეორე დაჭრა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანიუკოვმა და მაქსიმ კოვალევსკიმ თბილისი დატოვეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი მატაბელოვი თელავის მაზრის ფოსტის უფროსი იყო.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, მურტუზ ოზიევი და ბაისოლტან გაზიკოვი მცხეთისა და თბილისის ფოსტის გაძარცვაში ეჭვმიტანილები იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ჟიულ მურიემ ბარათაშვილის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორიის ფრანგულად თარგმნა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად არჩევა წერილით მიულოცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით აცნობა მთავარი სამმართველოს კანცელარიას, რომ სასურველი არ იყო გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია ჭავჭავაძისთვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა გაზეთის გამოცემაში.