რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ესტატე მჭედლიძის მკვლელობაში ბრალდებული იყო ქელბაქიანი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი დუშეთში ახლად აშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის კურთხევას დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 მაისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 მაისის „დროებაში“ ფანრაოზ ფიჩხავას ბრალდებას მიხეილ ანტონოვმა წერილობით უპასუხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ესტატე მჭედლიძის მკვლელობის გამო“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 მაისის „დროების“ ცნობით, ივანოვ-კოზელსკი თბილისში ჩასვლას და არწრუნისეულ თეატრში წარმოდგენის გამართვას აპირებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 მაისს თელავში ევგენია ჯორჯაძემ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის რევოლვერით მოკვლა სცადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ივანე ნიკოლაძის მემკვიდრეთა მაღაზიაში, ყოველგვარი საქონელი უფრო იაფად იყიდებოდა ვიდრე სხვა მაღაზიებში.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 23 მაისს ალექსანდრე ბაგრატიონი შორაპნის მაზრის წინამძღოლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 23 მაისს დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლად აირჩიეს, მისი ხელფასი წლიურად 3000 მანეთი იქნებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 მაისს ქუთაისის საგუბერნიო კრებაზე ალმასხან ნიჟარაძემ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 23 მაისს ქუთაისის თავად-აზნაურთა საგუბერნიო სხდომაზე დიმიტრი ყიფიანი გუბერნიის წინამძღოლად დაასახელეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მაისის „დროების“ ცნობით, დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გარკვეული თანხა შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოში ანტონ ყორღანოვის, ივანე სემიონოვის, ტერ-შმოვანოვისა და ქრისტეფორე ტერ-მიკირტიჩიანცის საქმეს განიხილავდნენ. მათ ყალბი ბათილამის შედგენა ბრალდებოდათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მაისს თბილისის თავადაზნაურთა კრებაზე ქალაქში წყლის გაყვანის თაობაზე ინჟინერ კონრადის პროექტი დაამტკიცეს.

